ავტორი:

9 ნიშანი იმისა, რომ ჰორმონალური დისბალანსი გაქვთ და სახლში დასამზადებელი წამალი სამკურნალოდ

9 ნიშანი იმისა, რომ ჰორმონალური დისბალანსი გაქვთ და სახლში დასამზადებელი წამალი სამკურნალოდ

ჰორმონები პატარა ქიმიური შიკრიკები არიან, რომლებიც სისხლში დაჰქრიან და ორგანოებს თავიანთი ფუნქციების შესრულებისკენ მოუწოდებენ. ისინი მოქმედებენ:

  • ზრდასა და განვითარებაზე
  • სექსუალურ ფუნქციონირებაზე
  • შემეცნებასა და განწყობაზე
  • სხეულის ტემპერატურაზე
  • მეტაბოლიზმის პროცესზე

ალბათ ხვდებით, მისი წესიერი ფუნქციონირება რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობისათვის. სამწუხარო ის არის, რომ ძალიან მარტივად გამოდიან მწყობრიდან, კარგავენ ბალანსს და სხეულშიც სრული ქაოსი იწყება. ჰორმონალური დისბალანსი კაცებსაც აქვთ ხოლმე და ქალებსაც, მაგრამ ქალებში უფრო მეტად გამოკვეთილია. მისი ნიშნებია:

წონაში მატება

თუკი თავს იკლავთ დიეტებით და შედეგი არ გაქვთ, შეწყვიტეთ დიეტების ცვლა, ეს შეიძლება მისი არაეფექტურობის ბრალი სულაც არ იყოს. ამ დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით კორტიზოლი. სტრეს-ჰორმონი, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვალი გამოყოფს პასუხს აგებს წონის მატებაზე და იმაზეც, თუ რა ადგილებში მოიმატებ წონას.

მომატებულმა კორტიზოლმა შეიძლება გაზარდოს ინსულინის გამოყოფა სისხლში, რაც შაქრის დონეზე იმოქმედებს და ხშირად მადის გაძლიერებას იწვევს. განსაკუთრებით მუცლის მიდამოებში იმატებს ადამიანი და ძალიან საშიშია, მას გულის პრობლემებამდე მივყავართ.

თმის ცვენა, ან პირიქით მომატებული თმიანობა, ქალებში აკნე

მიიჩნეოდა, რომ თმის ცვენა ტესტოსტერონის შემცირებაზე იყო დამოკიდებული, რაც სიმართლესთან ახლოს არის, რადგან ტესტოსტერონი გარდაიქმნება დიჰიდროტესტერონად, რომელიც ვნებს თმის ბუდეებს და თმა იწყებს ცვენას. ზოგჯერ იგი გამელოტებას იწვევს, ზოგჯერ არა, ეს ორგანიზმზეა დამოკიდებული. თმის ცვენა, მომატებული თმიანობა, გამონაყარი სწორედ ანდროგენების არევის შედეგია.

ჭარბი ოფლიანობა

მენოპაუზის ან პერიმენოპაუზის დროს ქალებს ხშირად აცხელებთ. ეს შეხურებები, ჭარბი ოფლიანობა, განსაკუთრებით კი ღამღამობით ოფლდენა ენდოკრინული სისტემის პრობლემების ბრალი შეიძლება იყოს, რომლის გამომწვევი მიზეზი, სწორედ რომ, ჰორმონალური დისბალანსია ძირითად შემთხვევაში. წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს