ავტორი:

„ექსტრამითი“ - ღირსეული და გემრიელი საკვები ოჯახისთვის

„ექსტრამითი“ - ღირსეული და გემრიელი საკვები ოჯახისთვის

კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ექსტრამითი“ „ოჯახური შემართებითა“ და თანამედროვე მაღალპროდუქტიული მოწყობილობებით მრავალფეროვან ასორტიმენტს ქმნის.

ბაზარზე ის 50-მდე სახეობის ხორცპროდუქტებით, 20-მდე დასახელების ნახევარფაბრიკატებითა და თევზეულით არის წარმოდგენილი. „ექსტრამითის საწარმო ქუთაისში მდებარეობს, საიდანაც პროდუქტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება. კომპანიას აქვს ამბიცია, გახდეს ქუთაისური წარმოების ეტალონი.

„ექსტრამითის“ მთავარი ღირებულება ოჯახისთვის განსაკუთრებული, ღირსეული და გამართული პროდუქტის წარმოებაა, როგორც ხარისხის, ისე ჰიგიენის კუთხით. სწორედ ამიტომ, კომპანიის საწარმოში შემოდის ევროპული ნედლეული (გერმანიიდან, ფინეთიდან და ბელგიიდან), რომელიც მოქმედ საერთაშორისო ვეტერინარულ და სანიტარიულ ნორმებს შეესაბამება. ასევე, პროცესში გამოიყენება წამყვანი ევროპელი მწარმოებლების სუნელები“, - ამბობს კომპანიის დირექტორი გიგა ჩხობაძე.

„ექსტრამითის“ პროდუქციის უვნებლობა და ხარისხი საერთაშორისო სერტიფიკატებით - ISO9001 და ISO22000 არის აღიარებული. ასევე, აღსანიშნავია, რომ კომპანია აწარმოებს სრულიად არაგენმოდიფიცირებულ პროდუქციას და ფლობს დამადასტურებელ ნიშანს (NON GMO) .

„კომპანიის დაარსების დღიდან უწყვეტად განვაგრძობთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებას და მათ მომზადებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში იმისთვის, რომ შევქმნათ ღირსეული პროდუქტი ყველა ოჯახისათვის“, - აღნიშნავს გიგა ჩხობაძე.

წარმოების პროცესში უმაღლესი სტანდარტების დასაცავად კომპანიას მთავარი ტექნოლოგი ვიქტორ შაპოვალი უკრაინიდან სპეციალურად ჰყავს მოწვეული.

მომხმარებლის მხრიდან დამსახურებული ნდობის გარდა, წარმოება სახელმწიფოსგანაც აღიარებულია -„ექსტრამითი“ ხორცპროდუქტების ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საბავშვო პროდუქციის წარმოების ლიცენზია აქვს მინიჭებული.

„გვეამაყება, რომ „ექსტრამითს“ მიენიჭა სალიცენზიო მოწმობა, რომლის მიხედვითაც კომპანიას უფლება აქვს, აწარმოოს ხორცპროდუქტი ბავშვთა კვებისთვის. კერძოდ, სოსისი სახელად „საბავშვო“, - ამბობს ვიქტორ შაპოვალი.

„ექსტრამითის“ სადისტრიბუციო ქსელი ფარავს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ქსელურ სუპერმარკეტებში, ისე უბნის მაღაზიებში.

„ექსტრამითი“ ბაზარზე 2010 წლიდან ახორციელებს საქმიანობას. მომხმარებლის მუდმივად მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კომპანია ქმნის საკვები პროდუქტების ისეთ სახეობებს, როგორებიცაა ხორცპროდუქტები: სოსისი, ნედლად შებოლილი ძეხვი, მოხარშული ძეხვი, ნახევრად შებოლილი ძეხვი, სარდელი, შაშხი და ა.შ.; ნახევარფაბრიკატები: ხინკალი, პილმენი, კოტლეტი, გუფთა, კუპატი, ბლინი და სხვა; ასევე, მზადდება მაღალი ხარისხის თევზეული.

2018 წელს „ექსტრამითმა“ რებრენდინგი განახორციელა, რის შედეგადაც ახალი სახით, ახალი ხედვითა და მიდგომებით წარდგა ბაზარზე. უცვლელი დარჩა კომპანიის სახელი და ის ღირებულებები, რომლებსაც მუდმივად ემსახურება მომხმარებლის, პარტნიორებისა და თანამშრომლების ინტერესების დასაცავად.

„საკვები ოჯახისთვის“ - ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც „ექსტრამითი“ უკვე წლებია, დიდი წარმატებით უძღვება.

ყველა ოჯახს შეუძლია, „ექსტრამითში“ აღმოაჩინოს რაღაც განსაკუთრებული თავისი სუფრისთვის.

უახლოეს მომავალში კომპანია ხორცპროდუქტების ახალი, პრემიუმ ხაზის შექმნას გეგმავს, რითაც კიდევ უფრო განსაკუთრებულ პროდუქტს შესთავაზებს მომხმარებელს.

R

ჰიუნდაი ავტო საქართველომ ახალი მოდელი Palisade წარადგინა

სასტუმრო ბათუმში, რომელიც ორიგინალური ინტერიერის გამო ტურისტების ყურადღების ცენტრში ექცევა

უფრთხილდით არასწორად დამზადებულ კარ-ფანჯრებს! - რა საფრთხეს შეიცავს არასწორად დამზადებული კონსტრუქცია