ავტორი:

როგორ იქცა ცუდი მდივანი მილიონერად - ბეტი გრემის საოცარი ისტორია

როგორ იქცა ცუდი მდივანი მილიონერად - ბეტი გრემის საოცარი ისტორია

მარტოხელა დედა, რომელიც საბეჭდ მანქანაზე სულ შეცდომებით ბეჭდავდა, მილიონერი გახდა.

1950-იან წლებში ბეტი გრემი მორიგი ოჯახური სკანდალის შემდეგ ქმრის ოჯახიდან წამოვიდა. თან წამოიყვანა პატარა შვილი, ვაჟი მაიკლი და ერთი ჩემოდანი ნივთებიც გამოიყოლა. მას არც სახლი ჰქონდა და არც სამსახური. მცირე თანხა ჰქონდა დაგროვილი, მაგრამ ის დიდხანს არ ეყოფოდა და საბეჭდ მანქანაზე იცოდა ასოების აკრეფა. დედა-შვილი დალასში გაემგზავრა, სადაც დროებით ნათესავებმა შეიფარეს და Texas Bank & Trust-ის ოფისში მოეწყო.

ბეტიმ მუშაობა დაიწყო - IBM-ზე, ელექტროსაბეჭდ მანქანაზე ტექსტები უნდა აეკრიფა. დაშვებულ შეცდომას ვერც საშლელით წაშლიდა, ვერც მოჭრიდა, მთელი ტექსტი თავიდან უნდა აეკრიფა. შეცდომებს კი რეგულარულად უშვებდა, რის გამოც მუდამ საყვედურობდა უფროსი. ახალგაზრდობაში ბეტი მხატვრობაზე ოცნებობდა. გადაწყვიტა, თავისი შეცდომები საღებავით დაემალა, როგორც ამას მხატვრები აკეთებდნენ. მდივანმა ოფისში თეთრი ფერის საღებავი მიიტანა და შეცდომების გადაღებვას შეუდგა. თავიდან არაფერი გამოუვიდა. საღებავი იდღაბნებოდა ან ქაღალდზე სქლად რჩებოდა. მაშინ ქალი მიხვდა, რომ რაღაც ახალი უნდა მოეფიქრებინა... საღებავს ხან წყლით, ხან მარილითა და წებოთი აზავებდა და ნელ-ნელა შეცდომების გადაფარვა სულ ადვილად და შეუმჩნევლად შეძლო.

შორს შეცდომები

Mistake Out დაარქვა სითხეს, რომელიც თავად მოიგონა და რომელსაც მეზობელი ოფისის მდივნებს უწილადებდა. ღამღამობით სამზარეულოში ჯადოსნურ სითხეს ხარშავდა, მაიკლი კი მის ბოთლებში ჩასხმაში ეხმარებოდა. ბეტის მუდმივი კლიენტები და შემოსავლის დამატებითი წყაროც გამოუჩნდა.

რაც უფრო მეტი შეკვეთა ჰქონდა ბეტის სითხეზე, მით ნაკლები დრო რჩებოდა ტექსტების ასაკრეფად. "ორ ფრონტზე" მუშაობა რომ ვეღარ შეძლო, ბანკიდან გაეთავისუფლა. დააარსა Mistake Out Company და თანამშრომლებიც აიყვანა: ერთი ქიმიის მასწავლებელი, მეორე საღებავების სპეციალისტი და ერთიც საკანცელარიო ნივთების გამყიდველი. ერთად შეცდომების წასაშლელი სითხე სრულყოფილებამდე მიიყვანეს და სხვადასხვა ფერის წარმოებაც დაიწყეს. შეკვეთებს უკვე მთელი ქვეყნიდან იღებდნენ. იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს