ავტორი:

"შენ შეგიძლია ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენა..." - 6 წლის ნია გოგუას ოპერაციისთვის, ოჯახმა 200 ათასი დოლარი უნდა შეაგროვოს

"შენ შეგიძლია ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენა..." - 6 წლის ნია გოგუას ოპერაციისთვის, ოჯახმა 200 ათასი დოლარი უნდა შეაგროვოს

"ცხოვრებამ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დამაყენა... იმდენად დიდია ეს გამოწვევა, რომ მარტო ვერ შევძლებ გამკლავებას. ვინც მიცნობთ და ვინც არ მიცნობთ, ყველას გთხოვთ დახმარებას... ჩემს ნიას ღეროვანი უჯრედების გადანერგვა სჭირდება (ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია), რომელსაც კოლოსალური თანხები სჭირდება - საუბარია 200 ათას დოლარზე. ეს ოპერაცია ან გერმანიაში ან თურქეთში გაკეთდება.

შენ შეგიძლია ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენა... დამიდექით ყველა გვერდით, ვისაც როგორ შეგეძლებათ. მეიმედებით" - წერს 6 წლის ნია გოგუას დედა ქეთი ცირეკიძე სოციალურ ქსელში და დახმარებისთვის კეთილ ადამიანებს მიმართავს.

6 წლის ნიას ექიმებმა რთული დიაგნოზი - ქრონიკული ებშტეინ ბარის ინფექცია ცოტა ხნის წინ დაუსვეს. პატარას სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე:

ლიბერთი ბანკი:

GE88LB0288870250590056

პირადი ნომერი: 17001015080 - ქეთი ცირეკიძე (ნიას დედა)

საქართველოს ბანკი:

GE62BG0000000161221454

მიმღები: ვახტანგ გოგუა (მამა)

სიახლე აბიტურიენტებისთვის - 2020 წლის ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

4-5 დეკემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"სიკვდილზე ბევრად ძლიერი გოგო..." - როგორ იხსენებენ მეგობრები ჟურნალისტ ანი მამულაშვილს, რომელიც სიმსივნემ იმსხვერპლა