ავტორი:

Mountain set სტეფანწმინდის ნაცვლად ბიდარაში გაიმართება

Mountain set სტეფანწმინდის ნაცვლად ბიდარაში გაიმართება

მუსიკალური ფესტივალი Mountain Set 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ის გუდაურიდან 5 კილომეტრის დაშორებით ბიდარაში გაიმართება. ორგანიზატორებმა შეცვალეს ლოკაცია ადგილობრივების პროტესტის გამო, თუმცა ფესტივალისთვის მზადება არაჩვეულებრივად მიმდინარეობს უცვლელ დროს, უცვლელი ლაინაფით.

Mountain set ის გუნდი სტუმრებს განსხვავებულ საფესტივალო გარემოს სთავაზობენ, იქნება ორი სცენა და სასემინარო სივრცე, სადაც 29 ივნისს შეხვედრების სემინარის სტუმარი იქნება Sandra Kowalskii თემით - „თანამედროვე პროვოკაციული ხატვა და ეროტიკა ხელოვნების სტილში“. 30 ივნისს კი ადგილობრივი მუსიკოსი Kordz [ალექსანდრე კორძაია] თემით - „ლაივ სეტი და მუსიკის პროდუქციის მეთოდები Ableton Live-ში“.

რაც შეეხება განთავსებას, შესაძლებელია გუდაურის სასტუმროების დაჯავშნა. მათ კი, ვისაც წუთითაც არ სურს ფესტივალის ტერიტორიის დატოვება, ელით კომფორტული და კეთილმოწყობილი კარვების ქალაქი.გარდა ამისა, კეთდება კვების სხვადასხვა ზონები, მოსასვენებელი ადგილები და ბევრი გასართობი აქტივობა.

რაც შეეხება სტუმრების ტრასპორტირებას, გაგაცნობთ განრიგს:

ავტობუსები: tkt.ge/mountainsetbus

თბილისი - ბიდარა, ყაზბეგი / ფასი 15 ლარი

28 ივნისი - 10:00 / 13:00 / 16:00 / 19:00

29 ივნისი - 10:00 / 13:00 / 16:00 / 19:00

30 ივნისი - 10:00 / 13:00 / 16:00 / 19:00

• ვარდების რევოლუციის მოედანი

ბიდარა, ყაზბეგი - თბილისი / ფასი 15 ლარი

29 ივნისი - 09:00 / 12:00 / 15:00 / 18:00

30 ივნისი - 09:00 / 12:00 / 15:00 / 18:00

1 ივლისი - 09:00 / 12:00 / 15:00 / 18:00

ბილეთები ხელმისაწვდომია მხოლოდ tkt.ge-ზე, ბილეთის შეძენისას აუცილებელია მიუთითოთ სასურველი თარიღი და დრო.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ავტობუსის ბილეთები გაიყიდება მხოლოდ ონლაინ 26 ივნისამდე.

Mountain Set: Kazbegi- ის პარტნიორი კომპანიაა Mixmag, რომელიც წარმოგიდგენთ ონლაინ ტრანსლაციას ფესტივალის მთავარი სცენიდან.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება