ავტორი:

ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბაიკერი ემსხვერპლა

ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბაიკერი ემსხვერპლა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავარიას 30 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი მარკის ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო