ავტორი:

"ჩემს მეუღლეს უყვარს საქართველო და მეუბნება, ბიზნესი იქ უნდა დავიწყოო..." - რატომ წავიდა წლების წინ აგნესა ქვეყნიდან და რას საქმიანობს ახლა

"ჩემს მეუღლეს უყვარს საქართველო და მეუბნება, ბიზნესი იქ უნდა დავიწყოო..." - რატომ წავიდა წლების წინ აგნესა ქვეყნიდან და რას საქმიანობს ახლა

მომღერალი აგნესა 90-იანი წლების ნამდვილი ვარსკვლავი იყო. ქართულ შოუბიზნესში მის გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაშინ თითქმის არავის ჰქონდა თამამი კლიპები და არავინ იმოსებოდა სცენაზე ისე თამამად, როგორც ამას აგნესა აკეთებდა. სოლო სიმღერებს მოჰყვა დუეტები რეპერებთან, რომლებიც დღემდე პოპულარულია. ახალგაზრდა მომღერალმა, სწორედ მაშინ, როცა პოპულარობის პიკზე იყო, კარიერაზე უარი თქვა და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადავიდა. აგნესამ სამარაში მეორე ოჯახი შექმნა და ახლა პატარა გაბრიელს ზრდის. ოჯახის პარალელურად, საოჯახო ბიზნესსაც ხელმძღვანელობს.

- სიმღერას ისევ ვაგრძელებ. ჩემს მეგობართან, გელა გნოლიძესთან ერთად ჩავწერე რუსულენოვანი სიმღერა, რომელიც მერაბ სეფაშვილის ვაჟის, სანდროს კონცერტზე ვიმღერე და მგონია, რომ ხალხს მოეწონა. ვფიქრობ, ქართველ მსმენელს ყოველთვის მოსწონდა რუსული სიმღერები, ასე იყო ადრე და ასეა ახლაც.

- მაშინ როცა კარიერის პიკზე იყავით, მოულოდნელად მიატოვეთ ყველაფერი და წახვედით სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად. რატომ?

- თავდაპირველად ერევანში წავედი, სადაც მონაწილეობა მივიღე იქაურ მუსიკალურ პროექტში. ფინალშიც მოვხვდი, თუმცა ვერ გავიმარჯვე. შემდეგ ამერიკაში მიგვიწვიეს რამდენიმე მონაწილე, მაგრამ მე ვიზა არ მომცეს. მამაჩემი ცხოვრობს სამარაში და ბავშვობიდან ხშირად ჩავდიოდი მასთან. ერევნიდან სწორედ მამასთან წავედი.

- სანამ საქართველოდან წახვიდოდით, ოჯახი დაგენგრათ, ამან ხომ არ მიგაღებინათ წასვლის გადაწყვეტილება?

- ასე ვერ ვიტყვი. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ასეთი ვარ: როცა რაღაც საქმეში მაქსიმუმს ვაღწევ, ვიცვლი გადაწყვეტილებას. ახლა ბიზნესში ვარ ჩართული. მამაჩემს რესტორანი აქვს სამარაში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ.

- ცნობილია, რომ მეორედ დაოჯახდით. ვინ არის თქვენი ქმარი?

- 5 წლის წინ გავთხოვდი. ჩემი ქმარი ბიზნესმენია, ავეჯის საწარმო აქვს. გვყავს შვილი - გაბრიელი. მინდოდა ბავშვისთვის წმინდანის სახელი დაგვერქმია და როცა დაიბადა, მამა გაბრიელის პატივსაცემად დავარქვი გაბრიელი. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს საქართველო და მეუბნება, ბიზნესი იქ უნდა დავიწყოო. ბავშვის აღზრდას რაც შეეხება, ძირითადად მე ვზრდი, დედამთილიც მეხმარება და იშვიათად გვჭირდება ძიძა. გაბრიელს უკვე ვასწავლი ქართულად საუბარს, ცხოველები უყვარს და ჯერჯერობით, ცხოველების სახელები იცის...წაიკითხეთ სრულად

"დარჩა ერთი ნაბიჯი საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად - ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნა" - სოსო გოგაშვილი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მეორადი ავტომობილის შეძენა-გაყიდვის მსურველებს „ტოიოტა პლუსის“ პროგრამას სთავაზობს

განახლებული Porsche Panamera საქართველოშია