ავტორი:

ჩრდილოეთ კორეაში 318 ადგილია, სადაც ოჯახის წევრები ახლობლის სიკვდილით დასჯას ესწრებიან - რას ჰყვებიან ქვეყნიდან გაქცეულები

ჩრდილოეთ კორეაში 318 ადგილია, სადაც ოჯახის წევრები ახლობლის სიკვდილით დასჯას ესწრებიან - რას ჰყვებიან ქვეყნიდან გაქცეულები

ჩრდილოეთ კორეაში სიკვდილით დასჯისთვის განკუთვნილი 318 ადგილი აღმოაჩინეს. შესაბამისი ანგარიში სამხრეთ კორეის არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა.

უფლებადამცველი ორგანიზაციის თანამშრომელთა განმარტებით, მათ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულ 610 ადამიანთან ჩაატარეს ინტერვიუ. ანგარიშის თანახმად, ხშირ შემთხვევაში სიკვდილით დასჯისთვის ადგილები მდინარის ნაპირას, მინდვრებში, ბაზრების, სკოლებისა და მოედნების სიახლოვეს არის გამოყოფილი.

უფლებადამცველი ორგანიზაციის წევრების განმარტებით, სიკვდილით დასჯის სანახავად სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში 1000-ზე მეტი ადამიანი იკრიბება. როგორც წესი, პროცესს აუცილებლად უნდა დაესწრონ იმ ადამიანის ოჯახის წევრები, რომლებსაც სიკვდილით სჯიან.

ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთ კორეაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც დასჯის პროცესს 7 წლის ბავშვიც ესწრებოდა. ანგარიშის თანახმად, როგორც წესი, ოჯახის წევრებს მოკლული ადამიანის ცხედარს არ უბრუნებენ და არც მისი დაკრძალვის ადგილს ატყობინებენ.

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა

რა დაემართა კიმ ჩენ ინს - რას წერს მსოფლიო მედია ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე

"ვითარების კონტროლისთვის პუტინისა და ასადის სამხედროები ხოცავენ ადამიანებს..." - რუსეთის პრეზიდენტის "სისხლიანი მარჯვენა ხელის" კვალი სირიაში