ავტორი:

სიახლეები ხორცპროდუქტების ბაზარზე - რას სთავაზობს „ნიკორა“ მომხმარებელს?

სიახლეები ხორცპროდუქტების ბაზარზე - რას სთავაზობს „ნიკორა“ მომხმარებელს?

1805 წელს ვენაში მცხოვრებმა ყასაბმა იოჰან ლანერმა სოსისში ღორის ხორცს საქონლის ხორცი დაუმატა და ასე მიიღო სოსისის ის სახეობა რაც დღეს არის წარმოდგენილი ბაზარზე. მას შემდეგ ხორცპროდუქტების ბაზარი მუდმივად ვითარდება.

ქართულ ბაზარზე ხორცპროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ინოვაციური ბრენდი „ნიკორაა“, რომელიც მუდმივად შეთავაზებული პროდუქტის გაუმჯობესებასა და გამრავალფეროვნებაზე ზრუნავს. "ნიკორა" ხორცპროდუქტების ბაზრის 40%-მდე წილით უკვე 21 წელია მყარად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. სულ ახლახანს კი კომპანიამ ასორტიმენტს კიდევ რამდენიმე ახალი პროდუქტი შემატა. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე სასაუბროდ „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ანა კოშაძეს მივმართეთ.

მოგვიყევით იმ ახალი პროდუქტების შესახებ, რომლებიც „ნიკორამ“ ახლახანს შესთავაზა საზოგადოებას

ჩვენს ასორტიმენტს რამდენიმე ახალი საინტერესო პროდუქტი შეემატა: რულეტი მაიორანი, შაშხი „თავადური“, შაშხი „ბუჟენინა“, ქათმის შაშხი და შაშხის ძეხვი.

განახლდა შაშხი „თავადურის“ გამოშვება, რომელიც ღორის მჭლე ბარკლისგან მზადდება. გარედან შებოლვა ხორცს განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს.

ასორტიმენტს სულ ახლახანს შეემატა შაშხის ძეხვი და ქათმის შაშხი. ღორის ხორცის და შერეული სანელებლების ერთობლიობა შაშხის ძეხვს განსხვავებულ გემოს ანიჭებს. ქათმის შაშხი დაბალკალორიულობით და სიმსუბუქით გამოირჩევა.

საერთო ჯამში, ამ ეტაპზე „ნიკორა“ 100-მდე დასახელების ხორცპროდუქტს აწარმოებს.

ახლახანს „ნიკორას“ შვილობილმა ბრენდმა „მზარეულმა“ თავისი პროდუქცია ახალი შეფუთვით წარმოადგინა. რატომ შეიცვალა შეფუთვა და ზოგადად, რა გავლენა აქვს შესაფუთი მასალის ხარისხს პროდუქტის ხარისხზე?

„მზარეულის“ პროდუქცია უკვე რამდენიმე წელია, ბაზარზეა წარმოდგენილი და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. ამჯერად დაიხვეწა შესაფუთი მასალის დიზაინი, ლოგო და შეფუთვის ფორმა. ტრანსპორტირებისთვის და შესანახად უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახდა. „მზარეულის“ პროდუქცია ოჯახში მომზადებული გემრიელი და ხარისხიანი საკვების მსგავსი პროდუქტია, რომელიც თანამედროვე ცხოვრების რიტმისა და დროის დეფიციტის პირობებში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სწრაფად მზადდება.

შეფუთვის ძირითადი დანიშნულებაა უზრუნველყოს ნახევარფაბრიკატების მომხმარებლამდე პირვანდელი სახით მიტანა. მასალა და დანადგარი, რომლითაც ნახევარფაბრიკატები იფუთება, შექმნილია იმისთვის, რომ პროდუქცია გამონაბოლქვის, მტვერის, ჭუჭყისა და სხვა დამაბინძურებლებისგან, მაქსიმალურად იყოს დაცული.

ცნობილია, რომ „ნიკორა“ იყენებს არა ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო კომპანიებიდან მოწოდებულ ნედლეულს. რატომ ვერ ხდება ქართული ნედლეულის გამოყენება?

სამწუხაროდ, საქართველოში მესაქონლეობა არ არის განვითარებული და არსებული რესურსი წარმოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ნედლეულს საერთაშორისო მასშტაბით სერტიფიცირებული კომპანიებიდან ვიძენთ და ხარისხის 100%-იანი გარანტია გვაქვს. თუმცა თუ ბაზარი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ადგილობრივი ნედლეული გამოვიყენოთ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას.

„ნიკორა“ იმ კომპანიების რიგს მიეკუთვნება, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სოციალურ აქტივობებში. ამ მიმართულებით რა სიახლეები გაქვთ?

პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით არის განათლება. ცოტა ხნის წინ გავაფორმეთ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც მათ სტუდენტებს შესაძლებლობას ვაძლევთ, ჩვენს კომპანიაში გაიარონ სტაჟირება. ასევე, ვაგრძელებთ აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას. კვების პროდუქტების ტექნოლოგიების პროგრამის 4 მოწინავე სტუდენტი „ნიკორას“ სახელობის სტიპენდიას კვლავაც იღებს. უნდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი მათგანი უკვე ჩვენი თანამშრომელიც გახდა.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის