ავტორი:

პოლიტიკური არარაობაა - გაბერილი ბუშტი და ივანიშვილმა ერთი თვალი რომ ჩააპაჭუნოს, მისი ბუნდღა აღარ იქნება - გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძეზე

პოლიტიკური არარაობაა - გაბერილი ბუშტი და ივანიშვილმა ერთი თვალი რომ ჩააპაჭუნოს, მისი ბუნდღა აღარ იქნება - გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძეზე

ირაკლი კობახიძე გაბერილი ბუშტი, რომელიც არსებობს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის მხრებზე პარაზიტირებენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი, თუ ივანიშვილს მოუნდება, „ისევე გაუგებრად გაქრება, როგორ გაუგებრადაც გამოჩნდა“.

„ორი სურათი დავდოთ ერთმანეთთან: კობახიძის განცხადება სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღასთან, იბერიის გაბრწყინებასთან, სამართლიანობის დამკვიდრებასთან დაკავშირებით და მაიკ პომპეოს განცხადება. კონტრასტი ნახეთ და მერე ფიგურები შეადარეთ: კობახიძე და პომპეო. ეს რას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთოდ აცდენილია ყველაფერს, თავის თავშია ჩაკეტილი და ძირითადად, ფეხების ბაკუნით არის დაკავებული. თუ ასე გაგრძელდება, უკვე ვფიქრობ, ძალიან რთული სცენარებია მოსალოდნელი. მაგალითად, ამ დღეებში მოლდოვაში ვითარდება მოვლენები. კობახიძე და კამპანია ანალოგიას ვერ ხედავენ, რა შეიძლება, ხვალ საქართველოში მოხდეს? თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც არ აქვთ, რომ მიხვდნენ, ამ სამეფოში რაღაც კარგად არ არის? ბიძინა ივანიშვილის მხრებზე პარაზიტირებენ, „ფოკუსნიკი“ ჰგონიათ, ამ პოზიციაში არიან, თორემ თვითონ კობახიძე ვინ არის? ის ხომ პოლიტიკური არარაობაა, არსაიდან მოსული და არსაით მიმავალი, ერთი გაუგებარი ახალგაზრდა, მეტი არაფერი არ არის კობახიძე. გაბერილი ბუშტი, რომელიც არსებობს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა. ერთი თვალი რომ ჩააპაჭუნოს ბიძინა ივანიშვილმა, მისი ბუნდღა აღარ იქნება, კობახიძე ისე გაუგებრად გაქრება, როგორ გაუგებრადაც გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში. ნებისმიერი სხვაც, ვინ არის ქართულ პოლიტიკაში რეალური ფიგურა? არავინ“! - განაცხადა ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები