ავტორი:

ნაკლებად ცნობილი დიდგვაროვანთა ულამაზესი ქალები და იმერეთის მეფის შვილიშვილი, რომლის სახის მიხედვით ნესტან-დარეჯანის პერსონაჟი დახატეს

ნაკლებად ცნობილი დიდგვაროვანთა ულამაზესი ქალები და იმერეთის მეფის შვილიშვილი, რომლის სახის მიხედვით ნესტან-დარეჯანის პერსონაჟი დახატეს

დამანა მდივნიშვილის სამტომეულში "მშვენიერება ზეცით მოსული" აღბეჭდილ ლამაზ ქალებზე ბევრი დაიწერა... თუმცა, ამჯერად მკითხველს იმ დიდგაროვან ულამაზეს ქალბატონებზე ვუამბობთ, რომლებიც ნაკლებად არიან ცნობილი:

ნინო წერეთელი-ჩოლოყაშვილი, იმერეთის მეფის დავითის შვილიშვილი - "ქალი მუზა", პოეტებისა და მხატვრების შთაგონება... ზიჩისეული "ცოცხალი სურათების" თაოსანი და მონაწილე. თამარ მეფის და ნესტან-დარეჯანის პერსონაჟები მხატვარმა, სწორედ მისი სახის მიხედვით შექმნა. მისი მეუღლე გმირი გენერალი ბიძინა ჩოლოყაშვილი იყო. შვილი არ ჰყოლიათ. ორივე ცოლ-ქმარი ქაშუეთის ეკლესიაშია დაკრძალული.

ნინო წერეთელი-ჩოლოყაშვილი

თამარ ჭავჭავაძე-ბაგრატიონი-გრუზინსკაია, ნინო და ეკატერინე ჭავჭავაძეების ძმის, დავითის შვილი - 5 წლის თამარი ნათესავებთან ერთად შამილის ტყვეობაში იმყოფებოდა. განთავისუფლების შემდეგ საუკეთესო პირობებში იზრდებოდა. შესანიშნავად უკრავდა, იყო პოეზიისა და მხატვრობის მოტრფიალე. მეუღლის ირაკლი ბაგრატიონის გარდაცვალების შემდეგ ორ ქალიშვილთან ერთად საზღვარგარეთ გაემგზარვა და ვენეციაში დასახლდა. უცხოელებს თამარი თავისი ქვეყნის კულტურას აცნობდა. შექმნა ქართული ნივთების მუზეუმი, იცხოვრა პარიზში, დრეზდენში, რომში. შვილებს ეკატერინესა და ელისაბედს უმაღლესი განათლება მიაღებინა. შემდეგ შვილებთან ერთად თბილისში დაბრუნდა. ელისაბედი თსუ-ში ფრანგულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, ასევე იყო თსუ-ს პროფესორი, ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც.

ანა ალექსანდრეს ასული ბაგრატიონი-გოლიცინა - ოცი წლის ასაკში დაოჯახდა, მისი მეუღლე უმდიდრესი თავადის ბორის ანდრიას ძე გოლიცინი იყო. წყვილი სანკტ-ეტერბურგში უზარმაზარ, თეთრ სასახლეში ცხოვრობდა. ანამ კავკასიიდან პეტერბურგში თავის ძმის შვილი პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი ჩაიყვანა და მის აღზრდა-განათლებას ყველანაირად შეუწყო ხელი. პეტრე სიმამაცითა და მხედრული ნიჭით გამოირჩეოდა. მან რუსეთის მთავარსარდლის წოდებას მიაღწია. 1812 წელს ის ბოროდინოს ბრძოლაში დაიჭრა და სული მამიდის ხელში დალია.

ანა ალექსანდრეს ასული ბაგრატიონი-გოლიცინა

დარეჯან არჩილის ასული ბაგრატიონი - საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის გამწვავების გამო დარეჯანი მშობლებთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა. მამა, არჩილ მეფე, რუსეთში ლიტერატურულ საქმიანობას განაგრძობდა. რუსეთშივე დააარსა სტამბა. მაშინ არჩილს პეტრე დიდთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა და სწორედ მას სთხოვა, დარეჯანის მემკვიდრედ დამტკიცება და მისთვის მეფური წოდების სასიძოს გამოძებნა. მშობლები ამ მიზნის მიუღწევლად გარდაიცვალნენ. დარეჯანმა საქველმოქმედო საქმიანობა გააგრძელა. ამზადებდა მხატვრულ ქსოვილებს, ქართული წარწერებით. პირად სახსრებსა და დანაზოგს მონასტრის კეთილმოწყობას ახმარდა. პეტრე პირველთან დაახლოვებული დარეჯანი ვახტანგ მეექსვსეს და იმპერატორს შორის შუამავლის როლს ასრულებდა. არჩილ მეფის უკანასკნელი იმედი, უჭირისუფლოდ 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. დასაფლავებულია დონის მონასტერში მშობლებისა და ძმების გვერდით.

დარეჯან არჩილის ასული ბაგრატიონი

მერი შერვაშიძე - ლეგენდად ქცეული ქალი, რომელი საკუთარი სილამაზით იყო განთქმული. ის პოეტთა და ხელოვანთა შთაგონების წყარო იყო. ყოფილა ფრეილინა (დედოფლის ან პრინცესის მხლებელი გაუთხოვარი ქალი) ნიკოლოზ მეორის კარზე. მისი გარეგნობით მეფეც კი აღტაცებული იყო. უზომოდ თავმდაბალი და თავაზიანი იყო. მისი მეუღლე გიგუშა ერისთავი გახდა. მათ შვილი არ ჰყოლიათ. წყვილი ემიგრაციაში გარდაიცვალა.

მერი შერვაშიძე

სალომე დადიანი სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის და ეკატერინე ჭავჭავაძის შვილი იყო. იგი საფრანგეთში მცხოვრებ აშლ მიურატზე გათხოვდა, რომლის ბაბუა ნეოპოლიტანიის მეფე იოჰაილ მიურატი იყო. სალომეს და აშილს სამი შვილი შეეძინათ: ლუსეინი, ნაპოლეონი და ანტუანეტა. თავიდან პარიზში ცხოვრობდნენ, შემდეგ - სამეგრელოში, მათთვის განკუთვნილ სასახლეებში. 25 წლიანი ერთობლივი ცხოვრების შემდეგ, პრინცმა აშილ მიურატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სალომე დადიანი და აშილ მიურატი

ანეტა ახვლედიანი-ჭიჭინაძე ფარმაცევტი: სხვადასხვა დროს თბილისში სხვადასხვა აფთიაქის გამგედ მუშაობდა. მისი მეუღლე ვასილ ჭიჭინაძე იყო, რომელიც რუსეთის არმიის ოფიცერი გახლდა. სწორედ მათი შვილი საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი დოდო ჭიჭინაძე, ასევე კინოსვარსკვლავი რეზო ჭიჭინაძე.

ანეტა ახვლედიანი და რეზო ჭიჭინაძე

ფოტოები: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი