ავტორი:

ივნისის 6 ყველაზე სიშიში დღე: როგორ ავირიდოთ უსიამოვნებები

ივნისის 6 ყველაზე სიშიში დღე: როგორ ავირიდოთ უსიამოვნებები

ყოველ თვეშია რამდენიმე საშიში დღეა, როცა მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს საქმეებში და პირად ურთიერთობებში. რომელი დღეებში გვმართებს ივნისში თავის და ემოციების მოთოკვა და ნეგატივთან ღირსეულად გამკლავება?

14 ივნისი

მზარდი მთვარე მორიელშია. ამ დღეს ადამიანები განსაკუთრებულად ეგოისტები და საკუთარ თავზე შეყვარებულები არიან. მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ფიქრობენ და სხვების ინტერესებს უგულებელყოფენ. დაპირება დაირღვევა, ვალდებულება არ შესრულდება, დღეს გაიგებთ, ვინაა თქვენი მეგობარი და ვინ - მტერი. ეცადეთ, მინიმუმამდე შეამციროთ დაპირებები და მაქსიმალურად მოერიდოთ კონფლიქტებს. არავისზე გაბრაზდეთ, უსიამოვნო ემოციები თქვენვე დაგაზარალებთ, დეპრესიასა და უიმედობას მოგმატებთ. ფიზიკური აქტიურობისას მოიმატებს ტრავმების ალბათობა.

16 ივნისი

მერკური სატურნის ოპოზიცია. მოიმატებს გაურკვევლობა და დაძაბულობა მგზავრობისას, დოკუმენტების გაფორმებისას. შეიძლება გადაიდოს მნიშვნელოვანი შეხვედრა. მოიმატებს ავარიებისა და ტრავმულობის ალბათობა.

19 ივნისი

მერკურისა და მარსის ოპოზიცია მთვარესა და პლუტონთან. უსიამოვნებებისა და ჩხუბის დღეა. მოერიდეთ ვინმესთან კამათს, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას, ხალხის მასებთან ურთიერთობას.

21 ივნისი

რეტროგრადული (უკანმავალი) ნეპტუნის პირველი დღე. კლებადი მთვარე სასწორშია. დღეს მაქსიმალური სიფრთხილე გემართებთ. როგორც დღეს მოიქცევით, ისე წარიმართება თქვენი ცხოვრება. ყველაფერს მსუბუქად მიუდექით. თუ იღბალი შანსს გამოიმეტებს თქვენთვის, არ გაუშვათ ხელიდან. დღეს არის დიდი ალბათობა, რომ ჩანაფიქრი აგისრულდებათ...წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს