ავტორი:

კიანუ რივზი ფოტოებზე ქალებს არ ეხება - სოცქსელებში მის სურათებს ვირუსულად აზიარებენ

კიანუ რივზი ფოტოებზე ქალებს არ ეხება - სოცქსელებში მის სურათებს ვირუსულად აზიარებენ

კიანუ რივზს ამერიკული მედია „ეროვნულ საგანძურად“ აფასებს. როგორც CNN წერს, მსახიობი ხალხს მხოლოდ შესრულებული როლების გამო არ უყვარს. სოციალურ მედიაში აზიარებენ მის ქალებთან გადაღებულ სურათებს, სადაც ჩანს, რომ რივზი არცერთ ქალს სხეულზე არ ეხება.

პირველი ფოტოები „ტვიტერზე“ გამოჩნდა, მათ შორის - დოლი პარტონთან ერთად გადაღებული სურათი. კიანუს ხელი ქალების ზურგს უკან აქვს, თუმცა მათ არ ეხება. ტვიტს უამრავი გაზიარება აქვს.

„არ მგონია, ფოტოს გადაღების დროს ვინმესთან ჩახუტება უხეში ჟესტი იყოს, თეორიულად. თუმცა მისი არჩევანი, პატივი სცეს ქალების პირად სივრცეს, ძალიან დასაფასებელია,“- წერენ „ტვიტერზე“.

ერთ-ერთი მომხმარებელი კი აღნიშნავს, რომ „კიანუ ყოველთვის იყო კაცი!“

„ის არ არის ტიპური ვარსკვლავი, საკუთარი წარმატებით აღტაცებული არ არის,“ - წერს @glamourbylj.

როგორც გაირკვა, კიანუ რივზს არც კი სცოდნია, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლების ფავორიტია.

„ეს ძალიან უცნაურია, თუმცა დადებითი ამბები, რა თქმა უნდა, მახარებს,“ - განაცხადა რივზმა People-თან.

ბრედ პიტისა და რეჯინა კინგის ცეცხლოვანი კოცნა "ოსკარის“ ცერემონიაზე - კადრები, რომლებმაც ინტერნეტი "ააფეთქა“

"3 წლის წინ შემიყვარდა ადამიანი, რომელმაც მომცა სტიმული იდეალურ ფორმაში ვყოფილიყავი..." - ნუცა ბუზალაძე ჯანსაღი ცხოვრების წესსა და მოგზაურობაზე

კიანუ რივზის დედამ წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავები დაჩრდილა - 76 წლის პატრიცია ტეილორის შთამბეჭდავი ვიზუალი