ავტორი:

გორგასლის ქუჩის ორივე მიმართულების სავალ ნაწილს მიწისქვეშ ჩაიტანენ

გორგასლის ქუჩის ორივე მიმართულების სავალ ნაწილს მიწისქვეშ ჩაიტანენ

გორგასლის ქუჩის ორივე მიმართულების გზის სავალ ნაწილს მიწისქვეშ ჩაიტანენ. გორგასლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის განვითარება თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში დააანონსა. ახლა კი აღნიშნულთან დაკავშირებით, ტენდერიც გამოცხადდა.

კერძოდ, ვახტანგ გორგასალის ქუჩისა და მტკვრის სანაპიროს განვითარების კონცეფციის მომზადების მიზნით, ტენდერი 11 ივნისს გამოცხადდა. სატენდერო პირობების მიხედვით, წინადადებების მიღება 7 აგვისტოს დაიწყება და 12 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 5 000 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მეტეხის ხიდიდან 300 არაგველის ხიდამდე და დაახლოებით 9 ჰექტარს მოიცავს.

„პროექტის მიზანია გორგასალის ქუჩის ორივე მიმართულების გზის სავალი ნაწილის ადგილზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა, სავალი ნაწილის მიწის ქვეშა გვირაბში მოთავსების ან რაიმე სხვა გადაწყვეტით...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ