ავტორი:

ხილის ჭამის გამო 53 ბავშვი გარდაიცვალა - ინდოეთში მსხვერპლი შესაძლოა, გაიზარდოს

ხილის ჭამის გამო 53 ბავშვი გარდაიცვალა - ინდოეთში მსხვერპლი შესაძლოა, გაიზარდოს

ბოლო 10 დღის განმავლობაში ინდოეთში სულ მცირე 53 ბავშვი გარდაიცვალა, „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ტვინის მძიმე დაავადება ხილში შემავალმა ტოქსიკურმა ნივთიერებამ გამოიწვია.

ბავშვებმა გარდაცვალებამდე ლიჩი ჭამეს, ყველა შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა, რომელიც ლიჩის ბაღებით არის ცნობილი.

პაციენტებს მწვავე ენცეფალიტის სინდრომის სიმპტომები აღენიშნებოდათ, ბავშვების უმეტესობას სისხლში გლუკოზის შემცველობა მოულოდნელად დაუვარდა.

ექიმები მოუწოდებენ მშობლებს, ყურადღება გამოიჩინონ საკვების მიმართ, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს. იმავე სიმპტომებით საავადმყოფოებში 40-ზე მეტი ბავშვია მოთავსებული. სამედიცინო პერსონალი მათ გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს.

ლიჩის გამო ენცეფალიტის შემთხვევები ქვეყანაში 1995 წლიდან ფიქსირდება, უმეტესად - ზაფხულის თვეებში. 2014 წელს ხილმა 150 ადამიანი იმსხვერპლა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე