ავტორი:

"მხოლოდ სუსტი მამაკაცის თვისებაა შეაყვაროს ქალს თავი და შემდეგ მიატოვოს იგი" - ისტორია სიყვარულზე, რომელიც დაგაფიქრებთ

"მხოლოდ სუსტი მამაკაცის თვისებაა შეაყვაროს ქალს თავი და შემდეგ მიატოვოს იგი" - ისტორია სიყვარულზე, რომელიც დაგაფიქრებთ

ამბობენ, რომ პირველი სიყვარული, როგორც წესი, ცუდად მთავრდება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩემი ცუდად დაიწყო. მე მას დაახლობით ერთი წელი ვდიე. დიახ "ვდიე". სხვა სიტყვა ამ მდგომარეობას არც აღწერს. მე მაშინვე შემიყვარდა, ის კი ჩემდამი გულგრილი იყო. მისთვის სამწუხაროდ, არ დავნებდი. ძალიან ჯიუტი ვარ და ასე მარტივად ვერც მარცხს მივიღებდი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხოვრებაში გრძნობები პირველად მეწვია. თითქოს საჭირო ადამიანს მივაგენი. ძალიან ემოციური წელიწადი იყო. საბოლოოდ მისი წინააღმდეგობა გავტეხე, ჩემმა სიჯიუტემ დაარწმუნა ის, რომ მე ვიყავი მამაკაცი, რომელიც მასზე სხვებზე უკეთ იზრუნებდა.

თუმცა აქ გაჩნდა ერთი პრობლემა - როდესაც საპასუხო გრძნობა მოვიპოვე, როდესაც იგი ჩემთან ბოლომდე გაიხსნა და მენდო, უკვე მე აღარ შემეძლო მისი სიყვარული.

მეგონა, რომ მიყვარდა, როდესაც უკან ვიყურებოდი, ეს მართლაც ასე იყო. წამერთვა უნარი მისთვის თავი მეგრძნობინებინა საყვარელ ქალად, რადგან თავადაც ვეღარ ვგრძნობდი ემოციების იმ დაუძლევ, მოჭარბებულ ტალღებს. მაშინ ახალგაზრა, გულუბრყვილო, სულელი და გამოუცდელი ვიყავი. სიყვარული მარტივი და სუფთა მეჩვენებოდა. ის ჩემთვის თავად სრულყოფილება იყო. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი მის ნამდვილ ბუნებას. მე მიყვარდა იგი მთელი ჩემი არსებით და ვიყავი ძალიან სუსტი იმისთვის, რომ საკუთარ თავთან ეს აღიარება გამეკეთებინა. ერთი წელიწადი ვცდილობდი თავი შემეყვარებინა მისთვის და როდესაც ეს მოვახერხე, უბრალოდ უარვყავი.

ამ საქციელს გაცილებით ზუსტი სახელიც შეიძლება მოვუძებნო, მაგრამ კორექტულობის გამო ვუწოდოთ მას "სუსტი".

მარტო სუსტ მამაკაცს შეუძლია შეაყვაროს ქალს თავი და შემდეგ ყველაფერი არიოს

სულაც არ არის მარტივი შეაყვარო ქალს თავი, როდესაც ის ყველაფერს აკეთებს ამის წინააღმდეგ. ქალს, ისევე როგორც კაცს, შეყვარება ერთ წამში შეუძლია, თუ მას ეს სურს. მაგრამ თუ მისი სიყვარულის მოპოვება განიზრახეთ, არანორმალური ძალისხმევის გაღება მოგიწევთ. წაიკითხეთ სრულად

თორნიკე ყიფიანი "ევროვიზიის“ ფინალში ვერ მოხვდა - "აწი, როგორც ამბობენ, მამაზეციერი თუ გვიშველის...“

"ფეისბუქში“ შევედი, ეტყობა დამეჭირა ხელი რაღაცაზე და ეს იყო "დაქორწინდა"...ვინ აღარ მომილოცა" - ელისო ბოლქვაძე

ხარაგაულის სოფელ ლაშის სკოლაში ბოლო ზარი მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის დაირეკა - როგორია სკოლის ბოლო დღე, როცა კლასში მარტო ხარ