ავტორი:

ფიზიკური დაპირისპირება ფოთში, ტაეკვანდოს ჩემპიონატზე - დაკავებულია სამი მწვრთნელი

ფიზიკური დაპირისპირება ფოთში, ტაეკვანდოს ჩემპიონატზე - დაკავებულია სამი მწვრთნელი

ფოთში ტაეკვანდოში საქართველოს ღია ჩემპიონატზე ერთმანეთს ტაეკვანდოს ფედერაციის გამგეობის წევრები და მწვრთნელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სამი მწვრთნელი დააკავეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მწვრთნელებმა აცნობეს.

მათი თქმით, 7 წელია საქართველოს ტაეკვანდოს ეროვნულ ფედერაციას სულხან ბაბუაძე მართავს და მისი მუშაობით უკმაყოფილოები არიან. მწვრთნელების განცხადებით, ისინი პრეზიდენტს ბოიკოტს უცხადებენ და მის გადაყენებას მოითხოვენ. დღეს მწვრთნელები ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათივე თქმით, გამგეობის წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს, რაც ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებული მწვრთნელები ფოთის პოლიციაში იმყოფებიან.

"ინციდენტი გამოიწვია ფედერაციის არასწორმა მმართველობამ. ეს წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემაა. მწვრთნელების 95% ამ პრეზიდენტს სამი თვეა ბოიკოტს უცხადებს. ეს ადამიანი ყველაფრის იგნორირებას ახდენს. დღეს ამ ქალაქში ტარდებოდა ღია ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო 350-ზე მეტ სპორტსმენს, თუმცა ასპარეზობდა დაახლოებით 60 სპორტსმენი. დიდი ხანია ვითხოვთ ბაბუაძესთან შეხვედრას, რომ ჩატარდეს ყრილობა, მაგრამ 2016 წლიდან არ ჩატარებულა. ვინ რა საკითხებს წყვეტს, საერთოდ არა ვიცით. წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ არიან ფედერაციის წევრები" - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ კლუბ "დოჯოს" მწვრთნელმა შოთა გოჩიაშვილმა.

შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. ფოთის პოლიციასთან შეკრებილი არიან ტაეკვანდოს მწვრთნელები და დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ