ავტორი:

როგორ დავგეგმოთ ქორწილი სწრაფად და მარტივად?

როგორ დავგეგმოთ ქორწილი სწრაფად და მარტივად?

ქორწილი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. რამდენადაც სასიამოვნოა ქორწინების დღე, იმდენად სტრესულია საქორწილო სამზადისი, განსაკუთრებით პატარძლისთვის: კაბა, სამკაული, ტორტი, მოგზაურობა... და კიდევ ათასი დეტალი, რომლებიც ყველა პატარძალს უნდა, რომ იდეალურად იყოს მომზადებული.

სწორედ საქორწილო სამზადისის სირთულე გაითვალისწინა სასტუმრო „ბილტმორ თბილისმა“ და ულამაზეს საქორწინო დარბაზში, Grand Royal Ballroom–ში საქორწინო ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში საქართველოში არსებული თითქმის ყველა წამყვანი კომპანია იყო წარმოდგენილი, რომელიც საქორწილო ინდუსტრიაში მუშაობს. ღონისძიებაზე მისულ მომავალ პატარძლებს კი საშუალება ჰქონდათ, თავიანთი ქორწილისთვის შეერჩიათ ყველა სასურველი და საჭირო დეტალი.

პირველი კი რაზეც ასეთ დროს პატარძალი ფიქრს იწყებს, საოცნებო საპატარძლო კაბაა. ფესტივალზე დიზაინერმა მაია ბაკურაძემ ულამაზესი საქორწინო კაბები წარმოადგინა:

„15 წელია, რაც საქორწინო კაბებზე ვმუშაობ. ძალიან მიყვარს ეს საქმე. როცა პატარძალი ჩემთან მოდის და კაბაზე მუშაობას ვიწყებთ, ის კაბა მისი ხდება, პატარძლის ენერგეტიკით ივსება, მისი ბედნიერება ჩემზეც გადმოდის და ეს ემოცია მავსებს“, – აღნიშნა მაია ბაკურაძემ.

მომავალ პატარძლებს მეტად თანამედროვე და მინიმალისტური საქორწინო კაბებიც შეეძლოთ შეერჩიათ დიზაინერი ეკა ბალანჩივაძისგან.

იდეალური ქორწილი წარმოუდგენელია გრანდიოზული ტორტის გარეშე. სწორედ ასეთი ტორტები წარადგინეს საკონდიტროებმა აზატომ, კასტა დივამ და ფრანგულმა რესტორანმა Ladurée Georgia–მ.

„ბილტმორ თბილისის“ საქორწილო ფესტივალზე საქორწილო სამკაულების დიდი არჩევანით წარსდგა „ზარაფხანა“, რომელიც წელს 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. ასევე, სტუმრებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ ქრონოგრაფის მიერ წარმოდგენილი საქორწინო ბეჭდები.

საქორწილო ცერემონია წარმოუდგენელია დეკორაციის გარეშე. სარეკლამო კომპანია „პრინტარეამ“ მომავალ პატარძლებს საქორწილო კატალოგი წარუდგინა, რომელშიც თავისი პროდუქცია: მოსაწვევები, ფოტოწიგნები, სამაგიდეები და ქორწილის გაფორმებისთვის საჭირო სხვა ნივთები გააერთიანა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ახალი საიტი-კატალოგი wedder.ge, რომელიც ყველა ჩამოთვლილ მომსახურეობას, რაც თქვენი იდეალური ქორწილისთვის შეიძლება დაგჭირდეთ ერთ პორტალზე აერთიანებს.

„Wedder.ge არის ახალი საიტი–კატალოგი, რომელიც საქორწილო ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს აერთიანებს და პატარძალს საშუალებას აძლევს, თავად დაგეგმოს საკუთარი ქორწილი. კერძოდ, შეარჩიოს ყველაფერი – საქორწილო ბეჭდით დაწყებული მოგზაურობით დამთავრებული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საიტი არამხოლოდ ქორწილის, არამედ ნებისმიერი ღონისძიების დაგეგმვას გაუადვილებს მომხმარებელს და მისცემს მას საშუალებას სახლიდან გაუსვლელად აარჩიოს მისთვის საჭირო სხვადასხვა პროდუქტი თუ მომსახურება.

„ბილტმორ თბილისის“ საქორწილო ფესტივალი ნაყოფიერი აღმოჩნდა მომავალი პატარძლის, 24 წლის ლიკასთვის: „ჩემმა საქმრომ რამდენიმე დღის წინ მთხოვა ხელი. უკვე დავიწყეთ საქორწილო სამზადისი და საქორწინო ფესტივალზეც ამიტომ მოვედი. აქ ყველა წამყვანი კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც საოცნებო ქორწილის გამართვაში დამეხმარებიან. უკვე ავარჩიე სილამაზის სალონი, საკონდიტრო და ასევე, აქსესუარები ჩემი საქმროსთვის.“

რაც შეეხება ბილტმორ თბილისის გრანდ როიალ ბოლრუმს, ეს იდეალური სივრცეა შთამბეჭდავი ქორწინების აღსანიშნად. სასტუმრომ არაერთ გრანდიოზულ ქორწილს უმასპინძლა და მომავალში გეგმავს კიდევ უფრო მეტ წყვილს გაულამაზოს ეს დაუვიწყარი დღე.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის