ავტორი:

რა განაცხადა მამუკა ბახტაძემ დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომისა და საკადრო ცვლილებების შესახებ

რა განაცხადა მამუკა ბახტაძემ დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომისა და საკადრო ცვლილებების შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ აშშ-ში ვიზიტსა და ამერიკასა და საქართველოს შორის პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრა, საკადრო ცვლილებებზე კი არაფერი უთქვამს. ამის შესახებ შეკითხვები ჟურნალისტებმა დაუსვეს.

კითხვაზე, მართალია თუ არა ინფორმაცია, რომ შესაძლოა პოსტი დატოვოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ბახტაძემ ასე უპასუხა:

"მოდით, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. გუნდში განახლება და ახალი სისხლი იქნება. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს არის ჩვენი პრიორიტეტი.

დათო სერგეენკო იყო, არის და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი. მოვლენებს წინ არ გავუსწროთ და თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამას გაიგებთ, ქართული მედია“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მამუკა ბახტაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, მთავრობის მეთაურის პოსტი დატოვოს.

„ჯერ კიდევ ფინანსთან მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან, ფაქტობრივად, ყოველ კვირა ვგებულობდი ქართული მედიიდან მსგავს ინფორმაციას და კიდევ ერთხელ გიპასუხებთ იმაზე, რაც აქამდე მიპასუხია - ეს ყველაფერი არის არასერიოზული და ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთებაც კი ძალიან გამიჭირდება.

მე მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა წარდგენილი ჩემ სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ვარ ანგარიშვალდებული ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე. ასე რომ, მე მე მსგავს საკითხებზე სერიოზულ განცხადებებს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ასეთი ჭორები, როგორც ბოლო ორი წელია მესმის, მომავალშიც გაგრძელდება. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი საკითხია,“ - განაცხადა ბახტაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები