ავტორი:

შსს-მ ლგბტ აქტივისტებს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა

შსს-მ ლგბტ აქტივისტებს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა

შინაგან საქმეთა სამინისტროში სახალხო დამცველსა და პრაიდის ორგანიზატორებთან შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.

„შეხვედრაზე იყო საუბარი უსაფრთხოების საკითხებზე, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავდა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ პრაიდის წევრების, არამედ ზოგადად უსაფრთხოებაზე. ამიტომ მათი მხრიდან ითქვა, რომ არ ჩატარდეს პრაიდი, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან. ეს იყო ძირითადი განხილვის თემა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უკვე მიიღებს თემის წარმომადგენლები, რადგან მათ ალბათ, უნდა გაიარონ კონსულტაციები შიგნით, ორგანიზაციებში. თუმცა, შეხვედრაზე იყო ასევე საუბარი სხვადასხვა პრობლემებზე და საკითხებზე, რაც აწუხებს ლგბტ თემს, მათ შორის მათი მხრიდან იყო მოთხოვნა დაყენებული, რომ გარკვეული პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები გაკეთდეს ამ ვითარების შესაფასებლად და ასევე, ისაუბრეს გარკვეულ რეკომენდაციებზე, რაც სურთ, რომ ხელისუფლებამ გაატაროს მათი უფლებების დასაცავად. თუმცა, ძირითადი საკითხი იყო უსაფრთხოება. რაც შეეხება პრაიდს, შსს-მ თქვა, რომ ეს პრაიდი არ ჩატარდეს. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ღონისძიებებს, კულტურული თუ სხვა ტიპის ღონისძიებები, რაც არის დაგეგმილი, ამასთან დაკავშირებით გამოითქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მზაობა, რომ გაკეთდება მაქსიმუმი მათი უსაფრთხოების დასაცავად, თუმცა რაც შეეხება პრაიდს ღია სივრცეში, ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან იყო ცალსახად გაკეთებული, დაფიქსირებული პოზიცია, რომ, ძალიან გაჭირდება უსაფრთხოების დაცვა,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, ვერის ბაღში ბიზნესმენ ლევან ვასაძის სახალხო ლეგიონში გაწევრიანების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.

გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ისინი ხალხის იმ რაოდენობის მობილიზებას შეძლებენ, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ „პოლიცია და ლგბტ თემის წარმომადგენლები სულის შებერვით დაიშალონ“.

"ზოგი აწერს ხელს, ზოგი ზეპირსიტყვიერად ფიქსირდება. იქმნება გარკვეული ორგანიზებული ხალხი, რომლებიც დაიცავენ წესრიგს. არ დაუშვებენ ვინმეს მხრიდან შეგინებას, ზედმეტ იარაღის ხმარებას ეს ხალხი ორგანიზებულად ეცდება გააჩეროს სიბილწის პროპაგანდა. აი, მაგალითად, თუ ჩატარდება ფილარმონიაში, წინა ღამიდან შევკრავთ ფილარმონიას, ვიქნებით მაქსიმალური რაოდენობის ხალხი - სპორტსმენები, გამოცდილი ხალხი, ვინც ისე დაიცავს თავს, რომ ვერ დაგვშალონ. თუ პოლიცია ხალხის დახვრეტას დაიწყებს, ბოდიში და კომბალს აიღებს ვიღაცა, თუ რას აიღებს, რა ვიცი. იმედია, ისეთ მეთოდებს არ გამოიყენებებ, რომ სოდომისტების ბილწი შეკვეთა შეასრულონ და ჩვენი ქალაქის სოდომიზაცია და ქადაგება მოახდინონ. ვფიქრობ, იმდენი ხალხი მოვა, რომ არავითარი წინააღმდეგობა არ იქნება და სულის შებერვით დაიშლება პოლიციაც და სოდომისტებიც ", - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

მისივე თქმით, გამოიკითხა თუ არა სახალხო რაზმის შექმნის თაობაზე გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ვინმე, მას ინფორმაცია არ აქვს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს