ავტორი:

"მომავალი კვირიდან მილიონობით არალეგალს გავაძევებთ აშშ-დან!" - დონალდ ტრამპი

"მომავალი კვირიდან მილიონობით არალეგალს გავაძევებთ აშშ-დან!" - დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების საიმიგრაციო სამსახურები არალეგალურად მცხოვრები პირების ქვეყნიდან დეპორტაციის პროცესს იწყებენ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-დან მილიონობით ადამიანს გააძევებენ.

„მომავალ კვირას საიმიგრაციო სამსახურები აშშ-ში მყოფი მილიონობით არალეგალი უცხოელის განდევნას დაიწყებს, რომლებმაც აშშ-ში უკანონო გზით შემოაღწიეს. მექსიკა, ეფექტიანი საემიგრაციო კანონების წყალობით ხალხს მანამდე აჩერებენ, ვიდრე ჩვენს სამხრეთის საზღვარს მოაღწევენ. შეთანხმების გასაფორმებლად გვატემალაც ემზადება.

ერთადერთი, ვინც არაფერს აკეთებს, დემოკრატები არიან კონგრესში. მათ მხარი უნდა დაუჭირონ ხარვეზების აღმოფხვრას და საზღვრებთან არსებული კრიზისი მალე დასრულდება,“ - წერს ტრამპი „ტვიტერზე“.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე