ავტორი:

Troika – ინოვაციური აქსესუარების მწარმოებელი გერმანული ბრენდი

Troika – ინოვაციური აქსესუარების მწარმოებელი გერმანული ბრენდი

აქსესუარებზე მუშაობის 27–წლიანი გამოცდილება, ინოვაციური ხედვა, დიზაინის სფეროში მიღებული 60–ზე მეტი ჯილდო – ეს გერმანული კომპანია Troika გახლავთ, რომელსაც აქსესუარების მსოფლიო ბაზარზე ერთ–ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს.

Troika–ს ისტორია 1992 წელს 5 თანაშრომლით დაიწყო. ისინი ძირითადად მამაკაცის საჩუქრებზე მუშაობდნენ. დროთა განმავლობაში კი ბრენდი იმდენად განვითარდა, რომ არამხოლოდ უნიკალური დიზაინით გაითქვა სახელი, არამედ საქმისადმი ინოვაციური მიდგომითაც. მან ერთ–ერთმა პირველმა დაიწყო დიოდური ლაზერის, ციფრული დიზაინის, კონტრასტული გრავირების გამოყენება. შედეგად, მათი დიზაინით შექმნილი ნივთები (კალმები, გასაღების საკიდები, მინიატურული ლედსანათები, სმარტფონების, სალაშქრო და საოფისე აქსესუარები) მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

Troika–ს უპირატესობა ისაა, რომ იგი არ ქმნის უბრალოდ აქსესუარებს. ყოველ აქსესუარს ულამაზესი დიზაინის გარდა კიდევ რამდენიმე ფუნქცია აქვს. მაგალითად, მრავალფუნქციური კალამითავის თავში აერთიანებს სენსორული ეკრანის კალმის თავს,სახაზავს, თარაზოს, ორი განსხვავებული თავის მქონე სახრახნისს.

Troika–მ მალევე მიიქიცია ისეთი დიდი ბრენდების ყურადღება, როგორებიცაა ფოლკსვაგენი, ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება (National Geographic) და შესაბამისი დიზაინის ლიცენზირებული აქსესუარების წარმოება დაიწყო.

მუდმივად მაღალი ხარისხი, უწყვეტი განვითარება, უსაფრთხოება და მომხმარებლის ნდობა – ეს განასხვავებს Troika–ს აქსესუარებს ჩვეულებრივი ნივთებისგან.

Troika ქმნის თანამედროვე აქსესუარებს თანამედროვე ადამიანებისთვის; ადამიანებისთვის, რომლებიც მრავალფეროვანი და დატვირთული რეჟიმით ცხოვრობენ, ამის მიუხედავად ახერხებენ მოგზაურობას, ლაშქრობას და იციან, რა სჭირდებათ ცხოვრებაში.

Troika –ს აქსესუარების შეძენა შეგიძლიათ ბიბლუსი გალერეებში, მის.: ჭავჭავაძის 7, კანდელაკის 7

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი