ავტორი:

"მომღერლებს ფულის სანაცვლოდ ნარკოტიკზე სიმღერის დაწერას სთხოვდნენ" - რას ჰყვება ბიჭი, რომელმაც 8 თვე მექსიკურ ნარკოკარტელთან იმუშავა

"მომღერლებს ფულის სანაცვლოდ ნარკოტიკზე სიმღერის დაწერას სთხოვდნენ" - რას ჰყვება ბიჭი, რომელმაც 8 თვე მექსიკურ ნარკოკარტელთან იმუშავა

bbc.com მექსიკურ ნარკოკარტელთან მომუშავე პირთან ანონიმურ ინტერვიუს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 28 წლის ედუარდი საშიშ საქმეებში 15 წლიდან იყო ჩართული, უშუალოდ ნარკოტიკების გაყიდვაში კი 8 თვე მონაწილეობდა. ახალგაზრდა გამოცემასთან მუშაობის დეტალებზე ყვება. მისი თქმით, კარტელი დანაშაულებრივი ჯგუფებისგან იყო დაკომპლექტებული.

"თავიდან მაოცებდა დაუსრულებელი სისხლიანი გარჩევები, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ისინი ჩემი სიცოცხლითაც ვაჭრობდნენ და თავი უნდა დამეცვა, სხვა გზა უბრალოდ არ დამიტოვეს,"- უყვება ის bbc.com-ის ჟურნალისტს. მისი თქმით, იქ ყველა ერთმანეთს იცნობს და სიახლეები ძალიან სწრაფად ვრცელდება.

"2006 წელს, მაშინდელი პრეზიდენტი ფილიპე კალდერონი ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო, როდესაც მექსიკის მოსახლეობას "კანონის უზენაესობის" აღდგენას დაპირდა, რასაც ნარკომოვაჭრეებთან სისხლისმღვრელი ბრძოლა მოჰყვა. მან მათ წინააღმდეგ ბრძოლაში არმიაც კი ჩართო. ნარკოკარტელებთან ბრძოლა მისი წასვლის შემდეგაც გაგრძელდა. მთლიანობაში, 2006 წლის შემდეგ, ნარკოტიკებთან ბრძოლას 200 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა. კარტელები საჭიროების შემთხვევაში ჯგუფებად მუშაობდნენ, თუმცა იყო ადგილები, სადაც თითო-ოროლად შედიოდნენ.

ტრადიციულად, ჩრდილოეთ მექსიკას "სინალოას" კარტელი აკონტროლებდა, რომელსაც ელ პაჩო ხელმძღვანელობდა, აღმოსავლეთი "ლოს-სეტასის" მიერ იმართებოდა, რომელიც ყოფილმა სამხედრო-დეზერტირებმა დააფუძნეს. მათ წითელი ხაზები ჰქონდათ დაწესებული, რომლის გადაკვეთა მხარეებს შორის სისხლისღვრით სრულდებოდა. "კალაშნიკოვებით" შეიარაღებული მაფიოზები ერთმანეთს სასტიკად უსწორდებოდნენ. დახოცილ ადამიანებს კი პირდაპირ, ქუჩაში ტოვებდნენ. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც დიდი თანხის ფასად პოზიციებს ცვლიდნენ. თავიდან ეს ყველაფერი შოკში მაგდებდა, მერე შევეჩვიე და ჩემი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი გახდა" - ამბობს ის.

ნარკოკარტელის ყოფილი წევრის თქმით, ბიზნესმენები მათთან კონტაქტს ცდილობდნენ, რათა უსაფრთხოების გარანტია ჰქონოდათ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინ მათ ერიდებოდნენ, რადგან ფულის გამოძალვის ეშინოდათ.

"კარტელების საკუთრებაში იყო კლუბები და ბარები, სადაც ქალაქის მოსახლეობა და სტუმრები იკრიბებოდნენ. ძირითადად ახალგზარდა გოგო-ბიჭები, რომლებიც კლუბურ ნარკოტიკს იღებდნენ. ასევე ჰყავდათ სპეციალური აგენტები, სიმპათიური გოგო-ბიჭები, რომელთაც იქ "კლიენტის" მოზიდვა ევალებოდათ. რამდენიმე წარმატებული ადამიანი "უიქენდებზე" 1300 დოლარსაც იღებდა.

მეც ასე დავიწყე. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ცხოვრება მშვენიერი მეჩვენებოდა. შემდეგ გავაცნობიერე, რომ ნარკოტიკების საქმეში ვიყავი გარეული, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ მხოლოდ მის რეკლამას ვაკეთებდი, ანუ ვისაც სურდა, შეიძენდა და მოიხმარდა, თუმცა არავის ვაძალებდი... შემდეგ ყველაფერი სხვანაირად განვითარდა და უფრო შორს მომიწია შეტოპვა. კარტელებს ლეგალური ბიზნესიც ჰქონდათ, სხვადასხვა სახის ოფისები, სადაც "ფულის გათეთრება" ხდებოდა.

ერთ დღეს ერთ-ერთ ოფისში, სადაც სხვა საქმეებიც კეთდებოდა, ძვირფას სამოსში გამოწყობილი ადამიანი მოვიდა, ოთახში დამიბარა და მითხრა, უფრო მეტ ანაზღაურებას ხომ არ ვისურვებდი... როგორც გაირკვა, მომღერლებისგან ახალი შოუს "კორიდოს" გაკეთებას აპირებდა, რომელიც მექსიკაში პოპულარული ეროვნული მუსიკაა. მე მისთვის რეკლამა უნდა გამეკეთებინა.

ხანდახან ნარკობარონები მომღერლებს და კომპოზიტორებს დიდი ფულის სანაცვლოდ, მათზე ან სულაც ნარკოტიკზე სიმღერის დაწერას სთხოვდნენ, რაც მათ რეიტინგს სწევდა. ასეთი მიმართულება გლამურულადაც კი ითვლებოდა" - იხსენებს ახალგაზრდა მექსიკელი გამოცემასთან საუბარში. მისი თქმით, ძირითადად ფირმებში ატარებდნენ კონცერტებს და სანაცნობო წრესაც აფართოებდნენ.

"ჩემს "ბოსს" ასევე ჰყავდა "ბოსი", რომელსაც კავშირები ჰქონდა ყველა სფეროს ადამიანებთან, მათ შორის ხელოვანებთან, პოლიტიკოსებთან და დანაშაულებრივი სამაყაროს წევრებთან. იქ უზარმაზარი ფული ტრიალებდა და თუ ბოლომდე ჩაგითრევდნენ, იქიდან გამოღწევის შანსი თითქმის არ იყო..." - ამბობს ის და დასძენს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, იქიდან საბოლოოდ თავის დაღწევის შანსი ძალიან ცოტაა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე