ავტორი:

"მე და გიგა ბოკერია ჩაგვსვით ორკაციან კამერაში და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი" - რას პასუხობს დეპუტატი ბიზნესმენის ამ განცხადებას

"მე და გიგა ბოკერია ჩაგვსვით ორკაციან კამერაში და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი" - რას პასუხობს დეპუტატი ბიზნესმენის ამ განცხადებას

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ბიზნესმენ ლევან ვასაძეს „დეგრადირებულ კლოუნს“ უწოდებს.

როგორც ბოკერიამ „ინტერპრესნიუსს“ მისი მისამართით ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა, მთავარი პრობლემა არა ვასაძის განცხადებები, არამედ ისაა, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც სამოქალაქო მშვიდობის დაცვა არ შეუძლია.

„პროგრესი მაქვს - ადრე ჩემს დაჭერას ითხოვდნენ, ახლა ამ კაცს ჩემთან ერთად კამერაში ყოფნა უნდა. ვასაძეს უნდა ჰკითხოთ, რა მოტივი აქვს ჩემთან ერთად საკანში ყოფნის.

სერიოზულად რომ გიპასუხოთ, ამ დეგრადირებული კლოუნის განცხადებები არ არის მთავარი საკითხი და პრობლემა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია დაიცვას სამოქალაქო მშვიდობა. მას არ შეუძლია ძალადობისგან დაიცვას რომელიმე ჯგუფი - ასეთი ხელისუფლება არ უნდა გვყავდეს. ისევე როგორც არ უნდა გვყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ პუტინთან არის დაკავშირებული და ალიანსშია პუტინისგან მართულ ძალებთან. ესაა პრობლემა, რაც უნდა გადავწყვიტოთ.

ზოგადად ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს პროპაგანდისტული ოპერაცია, რომ თურმე უმცირესობის ელემენტარული უფლებების დაცვა, საფრთხეს უქმნის ჩვენს ტრადიციულ ინსტიტუტებს. ეს არის ტყუილი და სისულელე. რეალურად სწორედ თავისუფალ სამყაროშია ლიდერი ეს ინსტიტუტები: ოჯახი, ეკლესია...ხოლო რუსეთში ხდება კატასტროფა ამ თვალსაზრისით...

საზოგადოებამ კითხვა უნდა დასვას ამ ფსევდოპატრიოტული ზნეობისდამცველი მოძრაობის ლიდერების მიმართ, რომელთაც ხელისუფლება მფარველობს, რატომ არიან ღია ალიანსში პუტინის ხელისუფლების იდეოლოგებთან, რატომ ფინანსდებიან პრიმაკოვის ფონდიდან?! - ეს არის ძალიან ლეგიტიმური კითხვები და ხომ არ არიან ფარისევლები, რომლებიც ხშირად საკუთარი პრობლემების, საკუთარი პეროსნალური კომპლექსების დაკმაყოფილებით არიან დაკავებულები?!“, - დასძინა ბოკერიამ.

ლევან ვასაძემ დღეს შსს-ს მიმართა, მისი დაპატიმრების შემთხვევაში, დააპატიმრონ გიგა ბოკერიაც.

„თუ დამაპატიმრებთ, ერთი პატივი დამდეთ რა. მე თუ დასაპატიმრებელი ვარ, იმედია, იმას მაინც მიხვდებით, რომ მაშინ, მაგალითად, გიგა ბოკერია არის დასაპატიმრებელი, რომელიც აი, ამ არეულობის იდეოლოგია. ერთადერთი თხოვნა მექნება: ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი. მერე მართლა გექნებათ ჩემი დაკავების ლეგალური მიზეზი. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე. მე პირად შეურაცხყოფებზე არ გადავდივარ, მაგრამ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენს რეპუტაციას კავკასიის რეგიონში,“ - განაცხადა ლევან ვასაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები