ავტორი:

ბორჯომში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსახიობი გალინა ხვიჩია ემსხვერპლა

ბორჯომში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსახიობი გალინა ხვიჩია ემსხვერპლა

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 75 წლის ქალი გარდაიცვალა. ავტომობილი ქალბატონს და მასთან ერთად მყოფ ორ მცირეწლოვანს დაეჯახა. დაშავებული ქალი მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გარდაცვლილი ქალბატონი მსახიობი გალინა ხვიჩიაა. ის ბორჯომში შვილიშვილებთან ერთად დასასველებლად იმყოფებოდა. გალინა ხვიჩიამ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1967 წელს დაამთავრა. მას შემდეგ 1967 წლიდან მესხეთის თეატრის მსახიობი იყო.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის ექსპლუატაციის ან წესების დარღვევას გულისხმობს. ავტომანქანის მძღოლი იდენტიფიცირებულია.

ფოტოები: სქრინი "სამხრეთის კარიბჭის" ვიდეოდან

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო