ავტორი:

"ჩემს შვილს ყბა აქვს დამსხვრეული, რეზინის ტყვია ჰქონდა გაჭედილი" - რუსთაველზე დაშავებულის დედა

"ჩემს შვილს ყბა აქვს დამსხვრეული, რეზინის ტყვია ჰქონდა გაჭედილი" - რუსთაველზე დაშავებულის დედა

რუსთაველის გამზირზე დაშავებული ერთ-ერთი პირის დედის ლია წიკლაურის ინფორმაციით, მის შვილს რეზინის ტყვია ყბაში ჰქონდა გაჭედილი და ორი ოპერაცია გაუკეთეს. როგორც ლია წიკლაურმა ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკაში განუცხადა, შესაძლოა, მას მესამე ოპერაციაც დასჭირდეს.

"ჩემ შვილს ყბა აქვს დამსხვრეული, შეიძლება ნეკროზი წავიდეს ისეთი მდგომარეობაა. თვალი ამოაცალეს ჩვენს გვერდით გოგონას. განა რა დააშვა ამ ბავშვმა, რომ ტყვიებით არის დაზიანებული? ის ტყვიებიც შენახულია და მოგვცემენ. შედით და ნახეთ, რა დღეში არიან დამტვრეულ-დაშავებულები. ჩემი შვილი 3 დღე მართვით სუნთქვაზე იქნება, დაკვირვების ქვეშ, 2 ოპერაცია ჩაუტარდა და შესაძლოა მესამეთი „დაგვაჯილდოვონ“ კიდევ. ყბაში ჰქონდა გაჭედილი რეზინის ტყვია. ჩვენთან არავინ მოსულა აბსოლუტურად, ექიმები ძალიან ყურადღებიანები არიან, მადლობას ვუხდით მათ",- განაცხადა წიკლაურმა.

მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ პაციენტს თვალი და ყბა აქვს დაზიანებული.

„კონსილიუმი უნდა შეიკრიბოს. ოპერაციას ვერ უკეთებენ, თვალი და ყბა ისე აქვს დაზიანებული. რის გამო მოხდა ეს?! პასუხისმგებლობას ვაკისრებ ქუცნაშვილს და მთელ მთავრობას",- განაცხადა წიკლაურმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ