ავტორი:

სააკაშვილი მომხრეებს რუსთაველზე გასვლისკენ მოუწოდებს : "ივანიშვილის რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას"

სააკაშვილი მომხრეებს რუსთაველზე გასვლისკენ მოუწოდებს : "ივანიშვილის რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას"

ახლა ივანიშვილი შეეცდება გამოვიდეს, ერთი ბარტყი გადმოაგდოს, ორი ბარტყი გადმოაგდოს, ფულები დაარიგოს, თვალები ჩააპაჭუნოს. ხალხო, მე მგონი, აღარ ვჭამთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან სოციალურ ქსელში ჩართვისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი თავის მომხრეებს მოუწოდებს, გავიდნენ დღეს რუსთაველის გამზირზე და დაასრულონ ივანიშვილის მმართველობა.

„ახლა ყველამ უნდა გადავდოთ გვერდზე საკითხები, ყველა ადამიანი, ვისაც უყვარს საქართველო უნდა გამოვიდეს, მათ შორის ჩემი ყველა მომხრე უნდა გამოვიდეს და ივანიშვილის რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას. არ არის კანონიერი, როდესაც შუასაუკუნოვანი ფეოდალი მართავს ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს ევროპის ნაწილი. არ არის ქართველი ხალხი ღირსი, ასე გაბანძების, ასე გაუბედურების. ჩვენ ოდესღაც ვიყავით მსოფლიოს პირველი რეფორმატორები, ჩვენ შემოგვნატროდა ძალიან ბევრი ქვეყანა. ამ კაცმა გააჩანაგა საქართველოს ეკონომიკა და მილიონი ქართველი გააქცია ქვეყნიდან. უბედურებები ჩაიდინა, რუსეთს გადასცა 2008 წლის ომის მონაწილეების გვარები და ამ სიების გამო მოკლეს ტატუნაშვილი, ამ სიების გამო დააპატიმრეს ბევრი რუსეთში, ამ სიების გამო ინადირეს ხალხზე, მათ შორის აქ, უკრაინაში. რუსების დავალებით შეაჩერა ლაზიკის პორტის მშენებლობა, რუსების დავალებით გააკეთა ბევრი სხვა საზიზღრობა და გუშინ ბოლომდე დაგვცინა და გაგვასწორა მიწასთან. ძალიან მძიმე საყურებელი იყო, რამდენიმე ახალგაზრდა მძიმედ დასახიჩრდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მან ჩართვისას აღნიშნა, რომ რუსების გამო დაესხნენ ხალხს თავს.

„ახლა ივანიშვილი შეეცდება გამოვიდეს, ერთი ბარტყი გადმოაგდოს, ორი ბარტყი გადმოაგდოს, ფულები დაარიგოს, თვალები ჩააპაჭუნოს. ხალხო, მე მგონი, აღარ ვჭამთ. ერთხელ გვაჭამა, ორჯერ გვაჭამა, სამჯერ გვაჭამა, რამდენჯერ უნდა გვაჭამოს? ეს კაცი არის უბედურების თავი და თავი და წყარო. ვიღაც ქოჩორა კობახიძეს გადმოაგდებს თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს? ვინ არის კობახიძე? ეგეთი კობახიძეები ჰყავს მთელი ლეგიონი. ეს კაცი უნდა მოშორდეს და დააბრუნოს რაც ქართველ ხალხს მოპარა, რამდენიმე მილიარდი ლარი ბოლო წლების განმავლობაში. ეს კაცი, კალაძე, ყველა დანარჩენი იცავენ თავის ქონებას, რომელიც თქვენ მოგპარეს. გახარია საერთოდ რუსეთის სპეცსამსახურების დასმულია და როგორც პუტინი ისე უსწორდებოდა გუშინ ხალხს. ამიტომ ყველანი უნდა დავდგეთ ერთად მიუხედავად წარსული განსხვავებებისა. გუშინ მე თვითონ რამდენჯერმე ველაპარაკე ირაკლი ოქრუაშვილს, გუბაზ სანიკიძეს, იმ ხალხს, ვისთანაც ადრე ძალიან ბევრი განსხვავება მქონდა. ამას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა. ახლა საქართველო არის უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მომავალი, ძალიან ახლოს ვართ ივანიშვილის მოშორებასთან", - განაცხადა სააკაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები