ავტორი:

აქცია რუსთაველზე - ადგილზე შეკრებილთა ნაწილი გრიგოლ ვაშაძის სიტყვით გამოსვლას უკმაყოფილებით შეხვდა

აქცია რუსთაველზე - ადგილზე შეკრებილთა ნაწილი გრიგოლ ვაშაძის სიტყვით გამოსვლას უკმაყოფილებით შეხვდა

აქციის მონაწილეთა ნაწილი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გრიგოლ ვაშაძის სიტყვით გამოსვლას უკმაყოფილებით შეხვდა. აქციის მონაწილეები მისი გამოსვლის პარალელურად აღნიშნავდნენ, რომ შეკრება არა პარტიებისთვის, არამედ ქვეყნისთვის მოხდა.

აღნიშნული რეპლიკების მოსმენის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ იკითხა "რა უნდათ?". გრიგოლ ვაშაძის სიტყვით გამოსვლა, დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც მან გამოსვლის ადგილი დატოვა.

აქციის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

"აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული" - რა გახდა რუსთავში 21 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი

"ლოკდაუნს“ თუ არ გამოვიყენებთ, ისე ახალი შემთხვევების ზრდის მართვა ძნელია" - თენგიზ ცერცვაძე

21 წლის ახალგაზრდა, რომელიც კოვიდსასტუმროდან გამოწერიდან მეორე დღეს გარდაიცვალა, ანსამბლ "თუთარჩელას" წევრი იყო