ავტორი:

"ვაჩვენოთ პუტინს და მის მონებს, რომ მათ გარდა მთელი მსოფლიოა!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" რუსეთიდან ფრენების აკრძალვას

"ვაჩვენოთ პუტინს და მის მონებს, რომ მათ გარდა მთელი მსოფლიოა!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" რუსეთიდან ფრენების აკრძალვას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მიმართულებით ფრენები დროებით აიკრძალება. ბრძანება 8 ივლისიდან ამოქმედდება.

ამასთან, პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან. ასევე, დოკუმენტში არის რეკომენდაციები რუსული ტუროპერატოებისთვის, რომლის მიხედვითაც, მათ საქართველოში ტურების გაყიდვისგან თავი უნდა შეიკავონ.

გადაწყვეტილებას ქართველი ინტერნეტმომხმარებლების გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა რუსი ტურისტების მიერ დახარჯული თანხით ავსებდა ბიუჯეტს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ახალ ბაზრებს გაუხსნის. რამდენიმე ცნობილი სახე ინიციატივითაც გამოდის და მოქალაქეებს ურჩევს, საზღვარგარეთ წასვლის ნაცვლად, სამშობლოში დაისვენონ და ამით წაახალისონ ადგილობრივი ბიზნესი.

გთავაზობთ გამოხმაურებებს "ფეისბუქიდან":

ზვიად კორძაძე - ადვოკატი:

"ინიციატივა "ერთი კვირა ქართულ ტურიზმს” - მე პირადად აგვისტოში ნანატრი შვებულების ერთ კვირის გატარებას ოჯახთან ერთად ვაპირებდი საზღვარგარეთ. ვინაიდან პუტინის ტურისტული ემბარგო შეიძლება შეეხოს ჩვენს ტურისტულ სექტორს, აგვისტოში დაგეგმილ საზღვარგარეთ გასატარებელ შვებულებას ოჯახთან ერთად გავატარებ რომელიმე ქართულ სასტუმროში ან ჰოსტელში. მოგიწოდებთ საშუალო ფენას ვისაც გვაქვს ამის საშუალება, ჩვენ-ჩვენი ერთი კვირა ვაჩუქოთ ტურისტულ სექტორს. რუსეთი ოკუპანტია, ჩვენ ერთად ვართ და ვერაფერს დაგვაკლებს რუსული სანქციები!"

გიორგი კეპულაძე - „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი:

"რუსეთიდან შემოსული ტურისტების მხოლოდ 20-დან 25%-მდე იყენებდა საჰაერო მიმოსვლას და ძირითადად ლარსიდან ხდებოდა გადმოსვლა 2018 წელს. საჰაერო შემოსვლა რომ საერთოდ გაუქმდეს და სახმელეთო გზით შემოსვლა განახევრდეს, დანაკარგი დაახლოებით 250-300 მლნ აშშ დოლარს არ გადააჭარბებს მიმდინარე წელს 2018 წელთან შედარებით, რაც მთლიანი შემოსავლების 8-9% ია. ზრდადი ტურიზმი სხვა ქვეყნებიდან აღნიშნულ დანაკარგს კიდევ უფრო შეამცირებს. ასე რომ, #პუტინხუილო და ვერავის გადაუღუნოს!"

გიორგი ისაკაძე - Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი:

რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველო პაკეტებში მხოლოდ შარშან (2018 წელი) შეიყვანეს. მანამდე, რუსულ ტურპაკეტებში საქართველო მხოლოდ აფხაზეთით იყო წარმოდგენილი.

-რუსეთი აგრძელებს "გავრილოვის ტესტს": 8 ივლისიდან (ანუ, 2 კვირა ნახევარში) შეიძლება (იხილეთ პესკოვის განცხადებები!) და ისიც როგორც დროებითი ღონისძიება (საკუთარი პუტინის ბრძანებულებები მაინც წაიკითხეთ გამართულად!). აქაც სტრესტესტი აქვს ტაიმერით ჩრდილოელს და ურცხვად გველაპარაკება იქაური და აქაური თინა კანდელაკებით!

ესეც სტატისტიკა და დავიშალეთ:

ერთი #რუსიტურისტი საქართველოში ვიზიტზე საშუალოდ 1350 ლარს ხარჯავს.

#აშშ - 3047 ლარი #ბრიტანეთი - 3189 ლარი #ისრაელი - 2047 ლარი #უკრაინა - 1659 ლარი #ირანი - 2071 ლარი #გერმანია - 2046 ლარი #არაბთა გაერთიანებული საემიროები- 2719 ლარი #ყაზახეთი - 1956 ლარი #პოლონეთი - 2183 ლარი #ესპანეთი - 2541 ლარი

P.S. რუსეთი ყოველთვის იყო რაოდენობა და არასდროს ყოფილა ხარისხი. არასდროს!

PPS თქვენ კი: არც კითხვა იცით, არც დათვლა და Google-ზეც არაფერი გაგიგიათ! გავრილოვის და მისი პატრონების სტრესტესტები არ უნდა გვჭირდებოდეს, რომ განვვითარდეთ და ვიყოთ მდიდარი ქვეყანა! გაუმარჯოს საქართველოს!"

სულხან ღლონტი - აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე:

"აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეობის დროს, თითქმის სამი წელი მთელი დეპარტამენტი ბაზრების დივერსიფიცირებაზე ვმუშაობდით, ძირითადი სტრატეგია ეს იყო და ამას ვამბობდით ღიად და ზუსტად ვიცოდით ეს დღე რომ დადგებოდა. პირველი ასეთი განცხადება ლავროვმა 2017 წლის პირველ კვარტალში გააკეთა, მაშინაც ბუნებრივია პოლიტიკური მოტივი იყო სინამდვილეში.

2017 წელსვე დავიწყეთ სარეკლამო კამპანიები საერთაშორისო მედია პლატფორმებზე და ჩვენთვის ახალ ევროპულ ბაზრებზე აქტიური მუშაობა, რის გამოც ბევრი კრიტიკაც მივიღეთ (ევროპელი ტურისტი ჩვენთან არ ჩამოვა რიტორიკით), მაგრამ ვიცოდით რომ ძალიან საჭირო საქმეს ვაკეთებდით. ხელისუფლების და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობით, წელს ბათუმის აეროპორტში ევროკავშირის სამი ქვეყნიდან გვაქვს ჩარტერები და ბოლო წლების გაზრდილი სტატისტიკა ევროპელი ტურისტების.

2019 წელს World Travel Awards-მა ევროპის ახალ, ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად აღიარა ბათუმი. მთელი სექტორის ერთად დგომაა საჭირო, მესმის რომ ეს გარემოება მაინც დაარტყამს სექტორს და ეკონომიკას, მაგრამ სრულიად შესაძლებელია სწორი მენეჯმენტით და ერთობლივი მუშაობით დაძლევა ამ პრობლემის. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიაზროს ყველამ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც საჩვენოდ არასოდეს, არაფერს, არ გააკეთებს"

თინათინ ხიდაშელი - თავდაცვის ყოფილი მინისტრი:

პუტინი გაავებულია და მოქმედებაშია! ყველა ბერკეტის ამოქმედება დაიწყო! თბილისიდან სწრაფი, იმედიანი, პროაქტიული პასუხი ჭირდება და არა დუმილი! პასუხი პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეების დასაიმედებლად, ოპტიმიზმისთვის და ასევე ოკუპანტისთვის! პასუხი აბსოლუტურად სასწრაფო და აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ დაგვაიმედოს, რომ:

  • პუტინის შანტაჟის არ ეშინია;
  • საქართველო მყარად დგას და სილას იქით გაულაწუნებს;
  • 7, 10, 14 ან 41 პუნქტიანი გეგმა აქვს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების გასანეტრალებლად 1, 6, 12, 18-თვიან პერსპექტივაში;
  • სადღაც, რომელიმე უბანზე გვაჩვენონ რომ უფიქრიათ, სტრატეგია შეუქმნიათ, მზად ყოფილან;
  • დღეს არ გაიგეს რომ თურმე რუსეთი ეკონომიკას პოლიტიკისთვის იყენებს; რუსული ბაზარი მხოლოდ პოლიტიკის ინსტრუმენტია და გეგმა დიდი ხანია მზად აქვთ;

ეს სწორედ ის მომენტია როდესაც ხელისუფლებამ ანტი-კრიზისული გეგმა უნდა დადოს, სტრატეგია დაგვანახოს! საერთოდ რომ არსებობს შეიმჩნიოს.

საკუთარ მოქალაქეებთან კრიზისის დროს ურთიერთობის სიბეცეს ორი დღეა გვაჩვენებენ; ალბათ ეკონომიკაშიც იგივე გეგმა ექნებათ: აი ხომ ხედავთ გახვედით ქუჩაში და ლარი თავზე ჩამოგექცათო გვეტყვიან!! გაგვაოცეთ აბა თქვენ იცით!!!" - წერს თინა ხედაშელი.

გიორგი ბენაშვილი - ეკონომიკის ლექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

12 საათიც არ გასულა კრემლის გადაწყვეტილებიდან გადაუკეტოს საქართველოს ტურისტული ნაკადები და უკვე აგუგუნდა პროპაგანდა. ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ერთ დღეში გავიდა 28000 ადამიანი, გაუქმდა 75000 ჯავშანი და ა.შ.

დიდი ექსპერტობა არ სჭირდება ამას, რომ ეს ყველაფერი დიდი პროპაგანდის ნაწილია - თუ როგორ ჩამოიქცევა საქართველო რუსეთის გარეშე და თუ როგორ არ უნდა გავაბრაზოთ დიდი ძმა, თუ არა დავისჯებით.

ტურიზმის სექტორზე რუსული ემბარგოს ეფექტებზე მოგვიანებით დავწერ ჩემს აზრს, მანამდე კი მცირე სტატისტიკა:

გადავთვალოთ - დღეში რუსეთისკენ 14 რეისი დაფრინავს, ყველა 180 ადამიანის ტევადობის boeing/airbus ხომალდებით. დავუშვათ რომ ყველა რეისი სავსე იყო და ყველა მგზავრი რუსი იყო, საქართველოდან 1 დღეში გავიდოდა 2520 ადამიანი, რაც 12-ჯერ ნაკლებია პროპაგანდის მაჩვენებლებზე

დათო ლიკლიკაძე - ჟურნალისტი:

"28 ათასი რუსი გაფრინდა დღეს დილით აეროპორტიდან ეს არის ჩვეულებრივი რუსული ნარატივი.მათემატიკაში რომ ვერ ერკვევით სხვას მაინც კითხეთ ან მე დაგიმარცვლავთ. თვითმფრინავში (ჩვეულებრივ ბოინგში) ყველაზე მეტი, დიდი დიდი ეტევა 300 მგზავრი. ამ ლოგიკით დღეს დილით აეროპორტიდან შესრულებულა 110 რეისი და ყველა რუსეთის მიმართულებით.

დაჯექი ორიანი! არ იცით მათემატიკა და ნუ ავრცელებთ სისულელეებს.დღეს დილით აეროპორტებმა რამდენი რეისიც გაუშვეს რუსეთისკენ იმდენივე მიიღეს. ისე ჯერ მიიღეს და მერე გაუშვეს. არავინ არ ერჩის რუს ტურისტებს. იმედია არც აწი შეგვეშლება რამე. ნუ ავრცელებთ სისულელეებს.

პ.ს. თან ჩვენ არ გვითქვამს ნუ ჩამოხვალთ საქართველოშითქო. პუტინმა თქვა. რაკი პუტინი გაღიზიანდა ესეიგი კარგად მოვქცეულვართ. თუ პუტინი კმაყოფილი იქნებოდა ე.ი ცუდად მოვიქცეოდით. ნუ ქმნით ტრაგედიებს. კაი ენის იყავით.

გაუმარჯოს ჩვენს უმაგრეს სამშობლოს! საქართველო არის ყველა ამ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქის ქვეყანა და ის ღიაა ყველასთვის!"

ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი - ფოტოგრაფი და ბლოგერი:

"რუსეთი დიდი ხანი ამზადებდა მორიგ დარტყმას ქართულ ეკონომიკაზე. ამდენი წლის განმავლობაში დაბალი დონის ტურისტული ინფრასტრუქტურა სრულად აეწყო ჩვენი მეზობლების ცუდ გემოვნებას და მოთხოვნებს. მთავრობასაც დიდად არ უწვალია ახალ ბაზრებზე გასვლა და გაყიდვა, რადგან რუსეთის ბაზარი ჩვენს ტურიზმს 80%-ით ავსებდა.

და აი ახლა, როცა გორი გაივსო სტალინის ფოტოიანი ღვინის ბოთლებით, ბორჯომი მაგნიტებით, სადაც პუტინი “ვ წიხარია პიოტ ბარჟომ”, შროშა ერთმანეთში ტუჩებით შესული ჭიქებით, რომლებიც რუსეთის და ჩვენი დროშის ფერებშია შეღებილი, როგორც იქნა როცა სეზონი დაიწყო, პუტინმა გადაკეტა ტურისტების სასიცოცხლო ნაკადი. ზუსტად ისე როგორც გაზს კეტავდა ხოლმე.

ვინც ამ ფაქტს იმ კომუნისტის აქედან გაგდებას აბრალებთ ცდებით, გავრილოვი მხოლოდ რიგითი მიზეზია, ის თუ არა ამ დღეებში ნებისმიერი სხვა რამ შეიძლებოდა გამოჩენილიყო, რადგან სეზონის სტარტზე დარტყმა დიდი ხანია დაგეგმილია.

რა მოხდება შედეგად: ყველას ვისაც ბიზნესი აქვს რუსებზე გათვლილი, დაენძრევა და წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მინიმუმ გაუნახევრდება. მაქსიმუმ დაეხურება. ხოლო მათ, ვისაც ნორმალური პროდუქტი აქვს, რომელსაც რუსების გარდა სხვებიც ყიდულობენ, არ დაენძრევა და მისი ზარალი 20%-მდე იქნება.

კარგად იზარალებს სახელმწიფო ბიუჯეტი, რადგან ის არ განარჩევს ბანძსა და სვეცკ ბიზნესებს და რომელიც აქამდე რუსული ფულით კარგად ივსებოდა.

ვინ შეიძლება დაადანაშაულოთ ამაში: 1. საკუთარი თავები თუ კონკურენტუნარიან პროდუტს არ ქმნით და გინდათ რომ ნაგვით გამდიდრდეთ; 2. ეს მთავრობა, რომელმაც აქამდე არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მდიდარი ქვეყნებიდან მოეზიდა ტურისტები. ქართულმა ოცნებამ გიორგი კანდელაკისა და ვერა ქობალიას მიერ ბოლომდე მიყვანილი რაიანეარის შემოყვანის საქმე ქარს გაატანა და მხოლოდ ახლა ცდილობს ამ უზარმაზარი ავიაგადამზიდის მოზიდვას. ასევე მათ გადაკეტეს ირანის ტურისტული ნაკადი.

რა ქნათ ახლა: 1. ცხვირები უნდა აწიოთ და რაიმე ნორმალური მოიფიქროთ, ის რაც გაიყიდება; 2. მთავრობას უნდა მოსთხოვოთ გადადგომა ან სასწრაფოდ იაფი ავიახაზების დამატება; 3. თუ თქვენი პროდუქტი არის ნახსენები რუსეთ-საქართველოს ჭიქები, რომლებიც ერთმანეთში ტუჩებით შედიან, იღებთ ვაზელინს, პოხავთ ჭიქას კარგად და იტენით ... ბოლომდე. ალბათ არ გაგიჭირდებათ.

ისევე როგორც ქართულ ღვინოს, ქართულ ტურიზმსაც ხსნად ისევ პუტინი მოევლინა. ხომ ყველა ხვდებით რომ რუსეთის ბაზრის შემყურე ვერ განვითარდებოდით?"

ბექა გონაშვილი - მეწარმე, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე:

"ამის მოლოდინი, გულში, მაგრამ მაინც ხომ არსებობდა? ტურიზმი ერთია, ამას მოყვება ბევრი სხვა პრობლემა რუსეთის მხრიდან, ესაა მათი ბაზარით მანიპულირების საუკეთესო შესაძლებლობა.

პრაგმატულად ვიფიქროთ ახლა, ტურიზმზე ხელის შეშლა ჩვენისთანა ქვეყნისთვის უმნიშვნელო დარტყმა როდია? საკმაოდ სერიოზულია!

აქვე ის დაშვებაც არ უნდა გამოგვრჩეს, სადაც ბორჯომი ახსენეს ჯიგრებმა, რომ ღვინის შეტანასაც აგვიკრძალავენ, ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა, ბევრი ღვინის მწარმოებელი და ვენახის გამშენებელი სწორედ მაგაზე იყო ორიენტირებული... ნუ სხვა რაღაცეების ექსპორტზე რომ არაფერი ვთქვათ.

ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ რამდენიმე წელია ჩამოკიდებულები ვართ რუსულ ხორბალზე, წელიწადში დაახლოებით 300 მილიონამდე შიშხათები გადის ჩრდილოეთში პურის საყიდლად, მათ შეუძლია ესეც გაგვიპრობლემონ, იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ახლა ჩვენთან მოსავლის აღებები უკვე იწყება, ხორბალი ქვეყანაში იქნება, მაგრამ მაქსიმუმ 2 თვის მარაგია ეგეც ხარისხზე რომ აქცენტი არ გვქონდეს...

ამიტომ უბრალოდ მჯიღის მირტყმა რომ არიქა, ჩელენჯი მივიღეთ და ჩვენ არ გვეშინია, არ იქნება სწორი. სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვით რუსეთისთვის ბლოკადის გამოცხადების ამბისა არ იყოს, ახლა მეტად გააზრებულად არის მოქმედება საჭირო ჩემი აზრით.

საჭიროა ყველა: ერი, ბერი, მთავრობა, ოპოზიცია და ყველა, გავერთიანდეთ ამ კუთხით აზროვნებაში, მივანიჭოთ უპირატესობა ქართულს, ვეცადოთ ადგილობრივი წარმოების წახალისებას, არაა სუბსიდირებით, რადგან ეგაა სწორედ მათი მიზანი, რადგან ვერ შევძლებთ სუბსიდირებას ყველაფრისას, თავად მოსახლეობაში უნდა გაჩნდეს მეტი შეგნება. ტურიზმთან დაკავშირებით მშვენიერი ინიციატივაა, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ ჩვენი შვებულებისთვის თანხები საქართველოშივე, ჩვენი მეზობლისთვის, ნათესავისთვის, ახლობლისთვის გადავდოთ! მათაც თავის მხრივ უნდა გაუკეთონ მხარდაჭერა სხვა დარგებს...

საჭიროა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაზეც ერთობლივად ვიზრუნოთ ყველამ, ფერმერებმა და სახელმწიფომ თუ ვხვდებით ეს რამხელა გამოწვევაა... უბრალოდ იდიოტობა იქნება, რომ ახლა რასაც ვწერ ეს არ გავითვალისიწნოთ და ამაზე არ ვიფიქროთ ყველამ ერთად.

მოკლედ: რაც არ გვკლავს გვაძლიერებს მინდა მოხდეს, მჯიღის ცემის, გაუაზრებელი მოქმედებების გარეშე... ჩვენ თუ ახლა მაინც შევძლებთ ცივი გონებით, საქმის კეთებით გაერთიანებას, მაშინ ჩავთვლი, რომ ტყუილად არ მომხდარა ეს ყველაფერი რაც მოხდა... თუნდაც იმ დაშავებული ხალხის სისხლი... :((( იმედი მაქვს რომ შევძლებთ ამჯერად მაინც ერთობას, ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი თაობის! ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა და გონიერება!"

ოთარ ქირია - მარკეტინგის სპეციალისტი, "საქართველოს უნივერსიტეტის" ლექტორი:

"1. დიახ, რუსეთი იმუქრება იმავე სცენარით, რაც ადრე! მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის საქართველოს ყველა ხელისუფლების გაფუჭებას ცდილობდა ყოველთვის!

2. დიახ, ტრამპი-ირანის მძიმე ეპოქის დროს, პუტინმა შეიძლება დრო იხელთოს და ჩაიდინოს ის, რაც ბევრჯერ ჩაუდენია! ვიმეორებ - შეიძლება!

3. დიახ, გვემუქრებიან, რომ ეკონომიკური ზრდა დაბლა წამოვა!

4. მაგრამ არ დაგვავიწდეს, რომ “რუსული ემბარგოების” შემდეგ, სხვა, ბევრად უკეთესი, სივრცეები ავითვისეთ.

5. თუ რუსი ტურისტი არ ივლის, სიხარულით დაბრუნდება ყოფილი საბჭოთა კავშირის 13 რესპუბლიკის საღად მოაზროვნე ოჯახები. პირადი გამოცდილებით ვირწმუნები, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ბაქოდან, ასტანადან, კიევიდან და ა.შ. ხალხი დადის - ეს კრემლისგან გაწმენდილი ჰაერია. გვახსოვდეს ისიც, რომ რუსების გარდა ევროპელი და აზიელიც ბევრი დადის და თუ ამის არ გჯერათ, შეიარეთ “გალერია თბილისის”, “ისთ ფოინთის, ანდა “თბილისი მოლის”, "შარდენის" მიდამოებში.

6. არ დაგვავიწყდეს, რომ 2008-ში ერთ-ერთი სამარცხვინო აქტი იყო გაქცევა!

7. არც ის დაგვავიწყდეს, რომ რუსული აგრესიის გამო საქართველოსთვის არაერთი კარი (მხარდაჭერისა და თანაგრძნობის) გაიღო დასავლეთში!

ასე, რომ თვითმფრინავის ბილეთების ძებნის მაგივრად (განსაკუთრებით მათ გასაგონად ვინც 2008-ში გაიცურცლა), ჯობია იმაზე ვიფიქროთ: ა) როგორ მივაწვდინოთ ხმა იმ ხალხს ვინც პუნქტ #5-შია აღწერილი; ბ) როგორ ვესაუბროთ ახალ ბაზრებს (რაც ადრეც გაგვიკეთებია).

P.S. ტრადიციულად, კრემლი მაშინ დგამს რადიკალურ ნაბიჯებს, როცა საქართველოს ეკონომიკის ზრდა სტაბილურად აღმავალია.

P.S.S რასაკვირველია არ ვამბობ, რომ ომი დაიწყება, მაგრამ გამოცდილების გათვალისწინება და რისკების გაანალიზება, კარგი ტაქტიკაა შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად. #რუსეთიოკუპანტია #ნუმაბრმავებ"

სოფო ჯაჯანაშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი:

"მარტივია, ჩვენც შეგვიძლია შევიტანოთ ჩვენი მცირე წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში:

  • შვებულება გავატაროთ მხოლოდ საქართველოში
  • ვიყიდოთ ქართული პროდუქცია
  • ჩვენს უცხოელ მეგობრებს მივაწოდოთ ინფორმაცია და შევთავაზოთ საქართველოში დასვენება
  • სოციალურ ქსელებში საქართველოს ტურისტულ ადგილებზე ინგლისურ ენაზე გავავრცელოთ ხშირად ინფორმაცია
  • ჩვენც ვთქვათ უარი რუსული პროდუქციის გამოყენებასა და შეძენაზე

ვიფიქროთ სხვა იდეებზეც, მთავარია ერთად დავდგეთ და ვთქვათ რომ #რუსეთიოკუპანტია"

მაიკო წერეთელი, ჟურნალ OK!-ის დირექტორი:

"კარგად მახსოვს, ორი წლის წინ თურქეთი "დასაჯა" ასე რუსეთმა. იცით რატომ არ მოკვდა თურქული ტურიზმი? მათ კარგად გააზრებული ფასები და კარგი სერვისი აქვთ. ჩვენც უნდა შევძლოთ ეს, აუცილებლად. დიდი ხანია დროა. P.S. უნდა გენახათ, როგორ მიაწყდა ამ ემბარგოს მოხსნის მერე რუსეთი ანტალიას, ვისაც რუსები მოენატრებათ მათთვის..."

რამაზ ბლუაშვილი, კინორეჟისორი:

"პუტინმა რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აუკრძალაო. ხალხო რამდენს გვყავს უცხოეთში მეგობრები, ემიგრანტებო რამდენი ხართ მსოფლიოს გარშემო! ყველამ ერთად ვიმუშაოთ და გავაგებინოთ მთელ მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის შესახებ. ვაჩვენოთ პუტინს და მის მონებს, რომ მათ გარდა მთელი მსოფლიოა და როგორმე რუსი ტურისტის გარეშეც იარსებებს და განვითარდება საქართველო!!!

1000-ზე მეტი წლის იყო ქართული სახელმწიფო, როდესაც რუსეთმა არსებობა დაიწყო!!! ჩვენი ნათქვამი არაა "ხერხი სჯობია ღონესაო"? დავდგეთ ერთად და ვაკეთოთ ყველაფერი საქართველოსთვის და ნახავთ რა საოცარი შედეგი იქნება. საქართველოსთვის და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის ან პოლიტიკოსისთვის!!!! ერთ ქართველზე გამარჯვებული მეორე ქართველი, დამარცხებული საქართველოა!!!"

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს