ავტორი:

რუსეთი მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ მისი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს

რუსეთი მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ მისი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს უზრუნველყოს, ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი რუსი ჟურნალისტების და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„დღეს, თბილისში აგრესიულად განწყობილი რადიკალური ელემენტების მხრიდან, ტელეკომპანია „Россия 24“-ის გადამღებ ჯგუფზე იყო თავდასხმის მცდელობა. მანამდე, მასობრივი არეულობის დროს, საქართველოს დედაქალაქში დაშავდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები.

საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, უზრუნველყოს ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი როგორც რუსი ჟურნალისტების, ისე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება.

ველოდებით შესაბამის რეაგირებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და პირველ რიგში, ეუთო-ს წარმომადგენლისგან ჰარლემ დეზირისგან.

ყურადღებით ვაგრძელებთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებას”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები