ავტორი:

"ბერა, თუ გული შეგტკივა, გამოდი და შეუერთდი მოწოდებებს, რომ გადადგეს გახარია" - აქციის მონაწილეები რეპერს მიმართავენ

"ბერა, თუ გული შეგტკივა, გამოდი და შეუერთდი მოწოდებებს, რომ გადადგეს გახარია" - აქციის მონაწილეები რეპერს მიმართავენ

ბერა, თუ გული შეგტკივა, გამოდი აქციაზე და შეუერთდი ჩვენს მოწოდებებს, რომ გადადგეს გახარია, - ამ სიტყვებით მიმართეს ბერა ივანიშვილს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა.

სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა შეკრებილებს ბერა ივანიშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტი წაუკითხა, რის შემდეგაც, ბერა ივანიშვილს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.

„ორი საათი სჭირდება ხოლმე ბერას პოსტიდან მამამისის რეაქციებს, იქნებ დღესაც მოესწროს. რაღა ამას არ დაუჯერებს, ყველაფერს უჯერებს. როგორც ჩანს, ბერა გვიერთდება", - განაცხადა მაქარაშვილმა.

ამ წუთებში, საპროტესტო აქციაზე "გახარია წადის" სკანდირებენ.

შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში ახალგაზრდებს თანადგომა გამოუცხადა.

„მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა, რის შედეგადაც დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები. მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითეოულ მათგანს. ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და არავის დავანებებთ ჯიჯგნოს მისი სხეული. მუდამ თქვენი ბერა”, - წერს ბერა ივანიშვილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ