ავტორი:

დედის თქმით, მისი შვილი ბაღში აღსაზრდელმა დაკბინა - რა პასუხი აქვთ გორის ბაგა ბაღების გაერთიანებაში

დედის თქმით, მისი შვილი ბაღში აღსაზრდელმა დაკბინა - რა პასუხი აქვთ გორის ბაგა ბაღების გაერთიანებაში

გორის #14 საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის დედამ, თამუნა მაისურაძემ სოციალურ ქსელში შვილის ფოტოები გაავრცელა, სადაც ბავშვს სახისა და ზურგის არეში დაზიანებები აღენიშნება. დედის განცხადებით, ბიჭი საბავშვო ბაღში თანატოლმა დაკბინა. თამუნა მაისურაძე პასუხისმგებლობას საბავშვო ბაღის ადმინისტრაციას აკისრებს.

"გასულ ორშაბათს, 17 ივნისს, გორის #14 ბაგა-ბაღში, ჩემი შვილი დაკბინა თანაჯგუფელმა. აღმზრდელები აცხადებენ, რომ არ დაუნახავთ და არც დამნაშავედ უგრძვნიათ თავი (თორემ კიდევ ვაპატიებდი ალბათ) არც ტირილის ხმა გაუგიათ, მაშინ როდესაც, ძირს დაგდებულ ბავშვს, სათამაშოს ურტყამდა და კბენდა მეორე ბავშვი. ექთანს კი კონიუნქტივიტი ეგონა. იკითხავთ, რატომ ვწერ ეხლა პოსტს, ამიტომ გეტყვით, რომ არ ვაპირებდი, მაგრამ რადგანაც საქმეს პროკურატურა იძიებს, ბაღის აღმზრდელები იპიარებინ თავს და ზოგიერთი დეგრადირებული მშობელიც მათ უჭერს მხარს და ასხამს ხოტბას. ის კი ავიწყდებათ, რომ მათი შვილები საფრთხეში არიან და ერთი თეფში დაუმადლებელი სადილის ფასად იცავენ მათ. შეხედეთ ფოტოებს და თავად განსაჯეთ არიან თუ არა დასასჯელები?", - დაწერა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" გვერდზე თამუნა მაისურაძემ, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალა.

გორის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტზე საბავშვო ბაღიდან აცნობეს და მასზე შესაბამისი რეაგირება დაუყოვნებლივ მოხდა.

"ამ ფაქტის შესახებ საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა გვაცნობა, მაშინვე მივედით ადგილზე, საბავშვო ბაღების გაერთიანების იურისტთან ერთად, ვნახეთ აღსაზრდელი, ვესაუბრეთ მშობელსაც და საბავშვო ბაღის თანამშრომლებსაც. აღმზრდელები აცხადებენ, რომ ბავშვს ამგვარი დაზიანებები საბავშვო ბაღში არ მიუღია და თვალის მიდამოში სიწითლე დილითვე აღენიშნებოდა. ვიდრე კვალიფიციური დასკვნა არ გვექნება, დაზუსტებით რაიმეს თქმა რთულია. საქმის კურსში არიან სამართალდამცავები, ჩატარდა ექსპერტიზა. შესაბამისად, ვიდრე ექსპერტიზის პასუხი ცნობილი არ იქნება, ვერავის ბრალეულობაზე ვერ ვისაუბრებთ და ვერც რაიმე ზომებს მივიღებთ. როდესაც გვექნება დასკვნა, ამის შემდეგ მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას“, - განაცხადა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ლია კოვზიაშვილმა.

მისი ინფორმაციით, დაშავებული ბავშვის მშობელმა ბიჭის სხვა საბავშვო ბაღში გადაყვანა ითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო და ამჟამად აღსაზრდელი #14 ბაგა-ბაღში აღარ ირიცხება.

ავტორი: ია თინიკაშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ