ავტორი:

ევროპაში მცხოვრებმა ქართველებმა ფრანკფურტში 20-21 ივნისის მოვლენები გააპროტესტეს - ფოტოები აქციიდან

ევროპაში მცხოვრებმა ქართველებმა ფრანკფურტში 20-21 ივნისის მოვლენები გააპროტესტეს - ფოტოები აქციიდან

"არა საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას", " ნუ მაბრმავებ ", "ნუ მესვრი", "რუსეთი ოკუპანტია ", - ამ ლოზუნგებით ევროპაში მცხოვრებმა ქართველებმა ფრანკფურტის მთავარ მოედანზე აქცია გამართეს. მათ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მომხდარი ფაქტი გააპროტესტეს და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთხელ დაგმეს.

„მე ვარ საქართველოდან, სამაჩაბლოდან. სოფელ აჩაბეთში ვცხოვრობდი და დღევანდელი დღე ჩემთვის არის ემოციებით სავსე, ვდგავარ აქ, ევროპის შუაგულში და მინდა მივაწვდინო ყველას ხმა, რომ რუსეთი ოკუპანტია. ჩვენ მათ ყველაფერი წაგვართვეს, ვფიქრობ ერთად დგომით სამართლიანობას მივაღწევთ " , - განაცხადა გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა ვერა ჩლაიძემ.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ქართველი სტუდენტის მარიამ ქურციკიძის თქმით, ახალგაზრდების დასახიჩრება უპატიებელია შეცდომაა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ფრანკფურტში მათი შეკრების მიზეზი ევროპისთვის იმის ჩვენებაა, რომ რუსეთი ოკუპანტია. ევროპაში მცხოვრები ქართველები სოლიდარობას უცხადებენ იმ ადამიანებს, რომლებიც თბილისში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციებს მართავენს.

ფოტოები: AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ