ავტორი:

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების საქმეზე დაკავებულ 70 წლის გიორგი წიქარიძეს პატიმრობა შეეფარდა

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების საქმეზე დაკავებულ 70 წლის გიორგი წიქარიძეს პატიმრობა შეეფარდა

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე დაკავებულ 70 წლის მამაკაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახითპატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. როგორც ბრალდების მხარე აცხადებდა, გამოძიებისა და სასამართლო ეტაპზე ბრალდებულის მიმალვის საფრთხე არსებობს. მისი თქმით, გიორგი წიქარიძემ დანაშაულებრივი კავშირები შესაძლოა, მიმალვისთვის და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისთვის გამოიყენოს.

ამასთან, აღნიშნულ შუამდგომლობას დაკავებულის ადვოკატი არ ეთანხმებოდა. როგორც სასამართლო პროცესზე მარინე ჯანიკაშვილმა განაცხადა, გიორგი წიქარიძე თავს დამნაშავედ არ სცნობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ