რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა, სტუდენტები აქციაზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მოვიდნენ, თუმცა მათ აზრის გამოხატვის და სცენაზე ასვლის საშულებას არ აძლევენ. თავის მხრივ, აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, რომ ისინი პროვოკატორები არიან და აქციაზე ვითარების დაძაბვას ცდილობენ.
ამასთან, ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც სიტყვით გამოსვლას ითხოვდა, აცხადებდა, რომ მას ფიზიკურად შეეხნენ. აქციის წარმომადგენლებმა მას მოუწოდეს, რომ დატოვოს ტერიტორია.