ავტორი:

აქციაზე სანდრა რულოვსი მივიდა, რასაც შეკრებილების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა

აქციაზე სანდრა რულოვსი მივიდა, რასაც შეკრებილების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სანდრა რულოვსი მივიდა, რასაც შეკრებილების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

სანდრა რულივსის თქმით, ის აქციაზე როგორც ორი ქართველის დედა მივიდა და აღნიშნავს, რომ გამომსვლელთა მოსმენას აპირებს და არა ტრიბუმაზე ასვლას.

როგორც რულოვსმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალგაზრდებს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მოუსმინოს.

"ბავშვები არ უნდა დააინვალიდო და არ უნდა ესროდე. ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, რა მეთოდებით ებრძოდნენ ახალგაზრდეს. ჩემთვის ახალგაზრდები არიან საქართველოს მომავალი და მათი არ მოსმენა ძალიან ცუდად დამთავრდება მათთვის. მე მესმის მათი. იქ არ ვიყავი და არ ვიცი ვინ იყო გადაწყვეტილების მიმღები, მაგრამ სრულიად მესმის, რაც მოხდა. არ მესმის, რომ ამაზე ასეთი რეაგირება იყო საჭირო- არამშვიდობიანი და არადამიანური. ეს არ იყო გაფრთხილება, ეს იყო გამიზნული გასროლა, რაც მიუღებელია", - აღნიშნა რულოვსმა.

ნახეთ ვიდეო: რა ხდებოდა რუსთაველზე, როცა აქციაზე სანდრა რულოვსი მივიდა - კადრები მონტაჟის გარეშე

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები