ავტორი:

როგორ ეხმაურებიან Facebook-ზე 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტარ­ე­ბის გადაწყვეტილებას

როგორ ეხმაურებიან Facebook-ზე 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტარ­ე­ბის გადაწყვეტილებას

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

"ქართული ოცნება" ფართომასტაბიანი რეფორმის ინიციატივით გამოდის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში," - განაცხადა ივანიშვილმა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო. ივანიშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:

შოთა დიღმელაშვილი, Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი:

კიდევ ერთი გამარჯვება! რჩება ორი მოთხოვნა. 2 საათზე, სიგნალი გაგვაგონებს, რომ ბრძოლა გრძელდება! ნულოვანი ბარიერი რეალურად 0.7%-მდე ბარიერია. ჩვენ 4 დღეში შევძელით ქუჩიდან ის, რაც ენჯეოებიდან ვერ შევძელით 10 წლის განმავლობაში. ჩვენ დაზარალებულებს მივეცით სიტყვა და არ ვიშლებით, სანამ არ შესრულდება ყველა მოთხოვნა. ეტყობა, გახარია ყველა მაჟორიტარს ურჩევნია, მაგრამ ვერ მივართვით.

ირაკლი ტაბლიაშვილი, მედიაექსპერტი:

თავად ტერმინი - ნულოვანი ბარიერი, შეცდომაა... 0.67% სჭირდება პარტიას, რომ ერთი დეპუტატი შეიყვანოს.ცხადია, ყოველთვის იქნება ამ ერთი დეპუტატის ყიდვის შესაძლებლობა, მაგრამ, თუ ყიდვის აუცილებლობაა, ერთსაც იყიდის და ცხრასაც... თუ მოინდომა, რასაკვირველია.

მომავალი პარლამენტი ჭრელი რომ იქნება, ცხადია.ჩემი წარმოდგენით, პარლამენტში შევლენ:

1. ქართული ოცნება2. ნაც.მოძრაობა3. ევ.საქართველო4. რესპუბლიკელები5. თავ.დემები (იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გაერთიანდებიან ეგ.საქთან)6. ბურჯანაძის პარტია7. ლეიბორისტები8. ინაშვილის პარტია9. ვასაძის პარტია (თუ პარტიად რეგისტრირდება)10. დაიცავი საქართველო (თუ პარტიად რეგისტრირდება)11. ბესელიას პარტია12. ოქრუაშვილის პარტია13. რომელიმე ის პარტია, რომელიც გამომრჩა...

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი:

ივანიშვილმა თავის ყველაზე მთავარ ფილოსოფიაზზე თქვა უარი და გვითხრა - შუა უნდა გაჩნდესო!ეს ის შემთხვევაა როცა 0 არ არის 0. ბუნებრივი ბარიერი არსებობს, პარტიამ დეპუტატი რომ გაიყვანოს, მოსული ამომრჩეველი გაყოფილი 150-ზე ხმა უნდა მიიღოს. იმის მიხედვით, როგორი იქნება აქტივობა ეს 0 სულ სხვადასხვა რაოდენობის ტოლი იქნება.

პირდაპირ ჰოლანდიაში ამოვყავით თავი. უბარიერო პროპორციული არჩევნები! ივანიშვილმა თავის ყველაზე მთავარ ფილოსოფიაზზე თქვა უარი: შუა უნდა გაჩნდესო, ეს თქვა ფაქტიურად დღეს! თუ ვამბობდით ხალხის განწყობების ადექვატური პარლამენტი გვინდაო, ეს იქნება ნამდვილი, ხალხის განწყობების ადექვატური პარლამენტი. თუ ისეთი გვინდა, ჩვენ რომ მოგვეწონება, ასეთი სისტემა დემოკრატიაში არ მოუგონიათ ჯერ. ამიტომ ჩამოვყალიბდეთ! გვინდა თუ არ აპროპორციული, ხალხის განწყობების შესაბამისი ხელისუფლება ქვეყანაში? თუ პასუხი დადებითია, მაშინ სწორედ ეს არის სისტემა.

ნინო დანელია, მედიაექსპერტი:

ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია! გილოცავთ! როგორც შეუძლიათ, ესეც ისე გააკეთეს, ჩიქორთულად, 0% ბარიერით, მაგრამ უკეთ ვერ აზროვნებენ, ვერც აკეთებენ და რა მათი ბრალია. მთავარია, რომ პროპორციული არჩევნები გვექნება! გილოცავთ! ჩვენი პროტესტი კი გრძელდება!1. გადადგეს გახარია2. გათავისუფლდნენ დაკავებულები3. დაისაჯონ დამნაშავეებიმეოთხე მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია და შესაბამისად, მოხსნილიც.

დღეს, 2-ზე რესპუბლიკის მოედნიდან სიგნალებით მივდივართ შსს-თან. ვისაც იქ მოსვლა არ შეგიძლიათ, სადაც ხართ, მიაწვდინეთ ხმა მთავრობას, დაუსიგნალეთ!

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს