ავტორი:

7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში

7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში

"მამაკაცს სჭირდება ხიფათი და თამაში, ქალი კი სჭირდება როგორც სახიფათო სათამაშო" (ნიცშე)

როცა ადამიანი შეგიყვარდებათ ან უბრალოდ მოგწონთ, ბუნებრივია, მისი მოხიბვლა გსურთ. ცდილობთ როგორმე მისი ყურადღება მიიპყროთ. და აი მთავარი კითხვა, მაინც როგორი ქალები იზიდავთ კაცებს ყველაზე მეტად?

მათ ძალიან ხიბლავთ გამოუცნობი, საინტერესო, არაპროგნოზირებადი ქალები. თუნდაც თქვენი ურთიერთობა უკვე წლებს ითვლიდეს, არ უნდა დაკარგოთ ენთუზიაზმი და კვლავ ეცადოთ მასზე შთაბეჭდილების მოხდენა. სხვაგვარად ურთიერთობა გახდება ჩვეულებრივი და მოსაწყენი, გაუფერულდება ის შეგრძნებები და ვნებები, რომელებიც ადრე ამ კავშირს ალამაზებდა. თქვენ კი უბრალოდ მოგიწევთ გაახმოვანოთ ის ცნობილი აზრი, რომ არაფერია მუდმივი და სიყვარული ვალდებულებაში გადადის. მოხიბლეთ და დააინტრიგეთ ისევ და ისევ, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ იგი არასოდეს მიგატოვებთ.

ზოგჯერ არც ისე მარტივია მამაკაცის ცნობისმოყვარეობის მრავალჯერადად გაღვიძება, მაგრამ თუ თქვენ გაითვალისწინებთ ქვემოთჩამოთვლილ რჩევებს და გამოიყენებთ მათ, თქვენს ურთიერთობას დრო და ყოველდღიურობა ვერაფერს დააკლებს.

1) თვალებით კონტაქტი

მზერა ყოველთვის გაცილებით სრულყოფილად გამოხატავს ჩვენს გრძნობებსა და ემოციებს, ვიდრე საათობით საუბარი. ამიტომ, როცა ვინმე მოგწონთ, პირველ რიგში, ეს აგრძნობინეთ მზერით.

XX საუკუნის 80-იან წლებში ფსიქოლოგები შეისწავლიდნენ რა თვალებით კონტაქტის ძალას, ჩაატარეს ერთი ექსპერიმენტი - ქალს და მამაკაცს რამდენიმე ხნის განმავლობაში ერთმანეთისათვის თვალები უნდა გაესწორებინათ. 1-2 წუთი საკმარისი აღმოჩნდა პირველი შეგრძნებების გასაჩენად. საქმე ისაა, რომ როცა ვინმე დაჟინებით გიყურებთ, ორგანიზმი გამოიმუშავებს სპეციალურ ჰორმონებს. სწორედ ამიტომ თვალებში ცქერა ყველაზე ეფექტური საშუალებაა არა მხოლოდ საკუთარი გრძნობების გამოსახატად, - ასე შესძლებთ სასურველ ადამიანს გაუღვიძოთ ინტერესი თქვენს მიმართ. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი ფაქტორი. მართალია, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მამაკაცების უმეტესობას ეუხერხულება პირველი ნაბიჯის გადმოდგმა, თქვენ კი მზერით შეგიძლიათ წაახალისოთ ის.

როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს ბუნებრივად? მაგალითად, როცა ვინმეს ესაუბრებით, თითქოს შემთხვევით რამდენჯერმე "გაუყარეთ თვალი თვალში". ამას მართლაც შესამჩნევი ეფექტი ექნება.

2) ყოველთვის მოუსმინეთ ყურადღებით

იყო კარგი მსმენელი ნამდვილი ხელოვნებაა. ეს უნარი თქვენ მოგცემთ საშუალებას მიიზიდოთ და მოხიბლოთ სასურველი ადამიანი. სულაც არ არის აუცილებელი, რომ მის მიერ გამოთქმული ნებისმიერი აზრით მოხიბლული დარჩეთ, აქ მთავარია დაინახოს თქვენი ყურადღება და ინტერესი დეტალების მიმართაც კი. თუ რამდენიმე თვის შემდეგ ამ დეტალებს გაახსენებთ, თქვენ მის გულს საბოლოოდ მოიგებთ. ყურადღებისა და ინტერესის ხაზგასასმელად შეგიძლიათ დაუსვათ კითხვებიც პრობლემის გარშემო, მაგრამ თუ იგი თავს არიდებს პასუხების გაცემას, ძალიანაც ნუ ჩააჟინდებით. წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს