ავტორი:

თბილისში, რიყეზე უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა

თბილისში, რიყეზე უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა

თბილისში, რიყეზე უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, ისინი სიმაღლიდან გადავარდნენ.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აღნიშნული პირები მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გადავარდნენ.

ამ დროისთვის დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მომხდარის მიზეზებსა და სხვა დამატებით დეტალებზე შსს-ში ჯერ ვერ საუბრობენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია