ავტორი:

"სხთომათა დარბაზს დავიცავთ, აქ ვერ შემოვა" - გოცირიძის თქმით, გიორგი გახარიას პარლამენტში შესვლის უფლებას არ მისცემენ

"სხთომათა დარბაზს დავიცავთ, აქ ვერ შემოვა" - გოცირიძის თქმით, გიორგი გახარიას პარლამენტში შესვლის უფლებას არ მისცემენ

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მოსმენა ვერ მოხდება, მას სხდომათა დარბაზში შესვლის უფლებას არ მისცემენ.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, უგნურებაა, რომ გიორგი გახარია პარლამენტში მისვლას გეგმავს.

"ვითხოვდით, რომ ხვალ ის ტრაგიკული მოვლენები განგვეხილა, რაც დატრიალდა და დარბაზში რუსი კომუნისტის შემოთრევით მოხდა. ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნების დანიშვნაზე პირველი ნაბიჯები გადადგა და იმის ნაცვლად, რომ ვითარება დააწყნაროს, ახლა თქვეს, რომ დამნაშავე გახარია პარლამენტში პარასკევს უნდა მოვიდეს და მოვუსმინოთ. მთელი ქვეყანა გახარიას გადადგომას ითხოვს, რათა მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. საზოგადოების სრული იგნორირებით უტიფრად უნდათ, გახარია მოიყვანონ. ცეცხლზე ნავთს ასხამენ.

შეგნებულად აღიაზნებენ ხალხს, შეგნებულ პროვოკაციაზე მოდიან. გაფრთხილებთ, მთელი პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ, რადგან გარეთ სხვა განწყობაა, რასაც ვერ ხედავთ. გახარია ამ დარბაზში ვერ შემოვა, ამის პირობას გაძლევთ. გახარია ვერ შემოვა, გავრილოვი შემოვიდა და დარბაზს დავიცავთ. "ქართულმა ოცნებამ" დარბაზი წაბილწა და კეთილი ინებონ, სხდომათა დარბაზს დეზინფექცია ჩაუტარონ, სანამ შევალთ პარლამენტში. გახარია ვერ მოვა, ხელისუფლება პროვოკაციას გვთავაზობს, პროვოკაციის აცილების გზა გონივრული გადაწყვეტილებაა - გახარია უნდა გადადგეს", - განაცხადა გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები