ავტორი:

ორგანიზაცია რეფორმერის ინიციატივით პროგრამული ენების კურსი მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის BTU-ში ჩატარდება

ორგანიზაცია რეფორმერის ინიციატივით პროგრამული ენების კურსი მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის BTU-ში ჩატარდება

ორგანიზაცია, "რეფორმერი", რომელიც წარმოადგენს ახალგაზრდა და წარმატებული პროფესიონალების გაერთიანებას, ზრუნავს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პროცესების სწრაფ განვითარებაზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის არაფორმალური განათლების მიღების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, იწყებს 14-დან 18 წლამდე და 18 წელს ზემოთ არასრული განათლებით სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების პროგრამული ენების შემსწავლელი ერთწლიანი უფასო კურისის შეთავაზებას.

კურსის ფარგლებში მსმენელები იმ ცოდნას დაეუფლებიან, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ, გაერკვნენ ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპებში, ააწყონ ვებგვერდი ან, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები შეიტანონ არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში, დაგეგმონ და მენეჯმენტი გაუწიონ ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.

გარდა, იმისა, რომ წარმატებით კურსდამთავრებულები მარტივად შეძლებენ სამუშაო ადგილების მოძიებას და მიღებული ცოდნის რეალიზებას, პროგრამული ენების სწავლა ხელს უწყობს პრობლემების მიმართ მიდგომის ცვლილებას და ავითარებს შემოქედებით და სტრუქტურული აზროვნების უნარს.

ლექციები გაიმართება კვირაში ორჯერ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, რომელიც უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამებით, ინოვაციების ხელშეწყობით, სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირებითა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებით, სრულიად განსხვავებულ, დასავლური სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო სივრცეს წარმოვადგენს საქართველოში, კურსის ტრენერები იქნებიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი