ავტორი:

ჩუბინაშვილის კვლევით ცენტრში მხატვარ გივი ვაშაკიძის გამოფენა იმართება

ჩუბინაშვილის კვლევით ცენტრში მხატვარ გივი ვაშაკიძის გამოფენა იმართება

ჩუბინაშვილის კვლევით ცენტრში მხატვარ გივი ვაშაკიძის გამოფენა იმართება. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია მხატვრის 50-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.

ღონისძიების ორგანიზატორის მარიამ გაჩეჩილაძის განცხადებით, გამოფენა გასულ პარასკევს დაიწყო და 29 ივნისამდე გაგრძელდება.

მხატვრის შემოქმედების გაცნობა დამთვალიერებელს ათონელის 9 ნომერში, ჩუბინაშვილის კვლევით ცენტრში 12:00 საათიდან 18:00 შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ სიცოცხლეში გიორგი ვაშაკიძეს არაერთი პერსონალური გამოფენა ჰქონდა როგორც სამშობლოში, ასევე ლატვიაში, რუსეთში, გერმანიასა და ავსტრიაში.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება