ავტორი:

პარლამენტის ახალი თავმჯდომარის ოჯახი და ქონებრივი მდგომარეობა

პარლამენტის ახალი თავმჯდომარის ოჯახი და ქონებრივი მდგომარეობა

პარლამენტმა 94 ხმით ერთხმად პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძე აირჩია. კენჭისყრა ფარული იყო და არჩევის პროცესში მონაწილეობდა ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პლენარულ სხდომათა დარბაზში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. კენჭისყრამდე კი თალაკავაძემ პარლამენტს 20- წუთიანი გამოსვლით მიმართა. როგორც მან განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს და ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ პარლამენტში იყოს მშვიდი და საქმიანი ვითარება.

მანამდე თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტს იკავებდა. ასევე, სხვადასხვა წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა (2014 - 2016) და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის (2012 - 2014) თანამდებობები ეკავა.

არჩილ თალაკვაძეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე ქეთი ბუბუტეიშვილი პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტია. წლების განმავლობაში ის სახელმწიფო უწყებების პიარის განყოფილებაში მუშაობდა. ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მუშაობს. წყვილმა 2007 წელს იქორწინა და გოგონები, ელენე და ანა ბეატრისი შეეძინათ.

რაც შეეხება პარლამენტის ახალი თავმჯდომარის ქონებრივ მდგომარეობას, "ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მას 2018 წლის 29 ნოემბერს აქვს შევსებული, რომლის მიხედვითაც, თალაკვაძე ფლობს 109,9 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში. ამასთან, მის საკუთრებაშია მოტოსატრანსპორტო საშუალება - Harley-Davidson-ი, რომელიც 2016 წელს 8 000 დოლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში თალაკვაძეს საბანკო ანგარიშებზე 12 832.18 ლარი ჰქონდა. მისმა როგორც უმრავლესობის ლიდერის შემოსავალმა 2017 წელს 66 465 ლარი შეადგინა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ მეგობრისგან 360 დოლარის ღირებულების იარაღი მიიღო საჩუქრად. დეკლარაციის თანახმად, თალაკვაძის სახელზე რამდენიმე სესხიც ფიქსირდებოდა. მისი მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილს BMW-ს, რომელიც 2017 წელს 5 800 დოლარად შეიძინა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი