ავტორი:

რომან გოცირიძე - "ნიკა მელიას თავიდან თმაც არ ჩამოუცვივდება... ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში"

რომან გოცირიძე - "ნიკა მელიას თავიდან თმაც არ ჩამოუცვივდება... ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში"

"ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში, ნიკა მელიას კი თავიდან თმაც არ ჩამოუცვივდება, თითს ვერ დააკარებენ" - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, დეპუტატებს უნდათ, რომ გახარიას მისვლა პარლამენტში "ამ პრელუდიით იზეიმონ", რაც არ გამოუვათ.

"აპატიმრებენ წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერს, იწყება დიქტატურა, იწყება პოლიტიკური რეპრესიები. ეს არის ივანიშვილის უგუნური გადაწყვეტილება, რომელმაც თავის ლაქიებს - ბიუროში მსხდომ ადამიანებს დაავალა, ასეთი უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილების გატანა პლენარულ სხდომაზე. ხვალ უყრიან კენჭს და ამიტომ მინდა, მივმართო უმრავლესობის წევრებს კარგად დაფიქრდნენ, წინ მთელი ღამე აქვთ, ოჯახის წევრებს, მეგობრებს ახლობლებს დაელაპარაკონ და თავიანთ სინდისში ჩაიხედონ და ამის შემდეგ მიიღონ შეგნებული გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებს გაასამართლებს კანონი, ისტორია", - აცხადებს რომან გოცირიძე.

მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ გახარიას საკითხი ყოფილიყო განხილული და დამნაშავე დასჯილიყო, დღეს დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე "შოუ დადგეს". როგორც გოცირიძე ამბობს, ნიკა მელია თავის სამუშაო გარემოში დაბრუნებას ითხოვდა და არავითარი მოწოდება არ ჰქონია.

„იმუნიტეტის ჩამორთმევა პოლიტიკური პარტიის ლიდერისთვის ნიშნავს, რომ ყველა ზღვარს გადასცდა, ხაზები გადაკვეთა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. ასეთ მდგომარეობაშ ,ასეთი უგუნური გადაწყვეტილების მიმღები ხელისუფლება ამთავრებს ძალიან ცუდად. გავა დრო და გახარია არა თუ შს მინისტრი არ იქნება, არამედ ის გასამართლდება და მალე მოუწევს დათმობა. ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში, ნიკა მელიას კი თავიდან თმაც ვერ ჩამოუცვივდება. თითს ვერ დააკარებენ", - განაცხადა გოცირიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები