ავტორი:

თელავში 27 წლის ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

თელავში 27 წლის ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 27 წლის ქალი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაცით, თანასოფლელის ნასროლი ტყვია ქალს შემთხვევით მოხვდა და მისი მისამართით არ უსვრიათ.

დაჭრილს დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული და ის თელავი რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის თქმით, დაჭრილი ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ყველა შესაბამისი გამოკვლევა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს