ავტორი:

დამხრჩვალი მამა-შვილი მექსიკის საზღვართან - უმძიმესი კადრი მიგრანტების ტრაგედიაზე

დამხრჩვალი მამა-შვილი მექსიკის საზღვართან - უმძიმესი კადრი მიგრანტების ტრაგედიაზე

დასავლური მედია შოკისმომგვრელ ფოტოს ავრცელებს, რომელზეც მდინარეში დამხრჩვალი მამა-შვილის ცხედრებია ასახული. სალვადორელი მიგრანტი ოსკარ ალბერტო მარტინეზ რამირეზი და მისი ქალიშვილი ვალერია, მექსიკაში მდინარე რიო გრანდეს სანაპიროზე გამორიყული იპოვეს. ამ კადრმა კიდევ ერთხელ გაახსენა მსოფლიოს მიგრანტების კრიზისი და ის უმძიმესი მდგომარეობა, რისი გავლაც ამერიკის სამხრეთ საზღვართან მათ უწევთ.

არსებული ინფორმაციით, მამა-შვილი მდინარის გადალახვის მცდელობისას დაიხრჩო. ფოტოები საერთაშორისო ფოტოგრაფებმა ორშაბათს გადაიღეს. კადრებში ჩანს 26 წლის რამირეზი, რომელზეც მისი ორი წლის ქალიშვილია მიხუტებული. ცხედრები სახით ძირს წვანან მდინარის ნაპირზე. გოგონას ხელი მამის ყელზე აქვს შემოხვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ უკანასკნელ წუთებში ბავშვი მამას ებღაუჭებოდა...

მექსიკურმა გამოცემებმა ეს ფოტო 2015 წლის უმძიმეს კადრს მიამსგავსეს - როცა 3 წლის სირიელი ბიჭუნა ალან კურდი ბერძნულ კუნძულ კოსზე გამორიყული იპოვეს.

"მათ ამერიკული ოცნების ახდენა სურდათ" - წერს ჟურნალისტი ჯულია დე ლუჩი, რომლის ცნობითაც მარტინეზ რამირეზი შვილთან - მცირეწლოვან ვალერიასთან და ცოლთან ვანესა ავალოსთან ერთად თავშესაფრის მაძიებლები იყვნენ და აშშ-ში მიემგზავრებოდნენ თავშსაფრის მისაღებად.

მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირვებოდათ, იქამდე სანამ თავშესაფრის მიცემის პროცესში ჩართვას შეძლებდნენ, მარტინეზმა გადაწყვიტა მდინარე გადაეცურათ.

"პირველად მამაკაცმა გაცურა ქალიშვილთან ერთად მდინარეში და ბავშვი ამერიკულ მხარეს დატოვა. შემდეგ კი მეუღლის გადმოსაყვანად წყალში გადახტა. ბავშვმა როგორც კი დაინახა ეს, მამას გაყვა მდინარეში. რამირეზი შვილის საშველად მობრუნდა, მაგრამ ძლიერმა დინებამ ორივე გაიტაცა" - უამბო მექსიკელმა ჟურნალისტმა გამოცემა Guardian-ს.

ეს ფოტო ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა საფრთხეების წინაშე არიან ცენტრალური ამერიკის მიგრანტები, როცა ცდილობენ აშშ-ში გაექცნენ საკუთარ ქვეყნებში არსებულ ძალადობას, კორუფციასა და სიღარიბეს...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე