ავტორი:

თურქეთში ავარიაში ორი ქართველი დაიღუპა - "ერთი ოჯახის წევრები არიან... თურქეთის კლინიკაში ექიმთან კონსულტაციაზე იყვნენ"

თურქეთში ავარიაში ორი ქართველი დაიღუპა - "ერთი ოჯახის წევრები არიან... თურქეთის კლინიკაში ექიმთან კონსულტაციაზე იყვნენ"

თურქეთში ქალაქ ტრაპზონთან ახლოს, ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა.

როგორც AMBEBI.GE-ისთან საუბარში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, ავარიის დროს კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთმა დაშავებულმა კლინიკა უკვე დატოვა, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობაშია და რიზეს კლინიკაშია მოთავსებული.

მიქელაძის ინფორმაციით, გარდაცვლილები პროზექტურაში არიან გადასვენებულნი და მათ ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მისივე თქმით, საქართველოში გადმოსვენების პროცედურები დღეს დაიწყება.

"ეს ადამიანები ერთი ოჯახის წევრები არიან, ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ. ავტომობილში, რომელიც ავარიაში მოყვა, ოთხი ადამიანი იჯდა. როგორც ვიცი, დეიდა და დისშვილები. სამწუხაროდ, დეიდა და ერთი დისშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ხოლო ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მე როგორც გავიგე, ავტომობილში მსხდომთაგან ერთ-ერთი, თურქეთის კლინიკაში ექიმთან კონსულტაციაზე იმყოფებოდა და ოჯახის წევრებიც თან გაყვნენ. შემთხვევა გვიან ღამით, დაახლოებით სამ საათზე მოხდა, როდესაც ისინი საქართველოში ბრუნდებოდნენ" - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო