ავტორი:

"თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან" - ნიკა მელიას პირველი კომენტარი პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ

"თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან" - ნიკა მელიას პირველი კომენტარი პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ

"დავრწმუნდი იმაში, რომ ამ 91 ადამიანს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ ტყვეობიდან უნდა დავიხსნათ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ სხდომათა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მელიას თქმით, "ქართული ოცნების" წევრები, რომლებმაც მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ წავიდნენ.

ნიკა მელიას განცხადებით, მას თავიდან თმის ღერი არ ჩამოუვარდება, ხოლო თუ ვინმეს სანერვიულო აქვს, ეს ბიძინა ივანიშვილია.

"მე მგონი ჩემს სათქმელში ვთქვი, რასაც ვგრძნობდი და რაც ხდებოდა. მე ახლა დავრწმუნდი იმაში, რომ ამ ხალხს, ამ 91 ადამიანს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ ტყვეობიდან უნდა დავიხსნათ. ისინი ნამდვილად ტყვეობაში არიან იმიტომ, რომ გულახდილად ვიგრძენი, ისინი მზად არ არიან თვალი გაუსწორონ ადამიანს, ვის წინააღმდეგადაც ღილაკს მიაჭირეს ხელი. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, მათ დიდ ნაწილს ამის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ მათ იმოქმედეს საკუთარი ნების წინააღმდეგ. ეს არის ამ ქვეყნის უბედურება. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სახელისუფლებო გუნდს შველა სჭირდება.ყველა უნდა დავირაზმოთ და ტყვეობიდან დავიხსნათ ეს ადამიანები. რამდენჯერაც უკან გამოვიხედე, იმდენჯერ თვალი ვერ გამისწორეს, მეუხერხულებოდა უკვე უკან გამოხედვა, ვცდილობდი, დრო მომეგო და ტელეფონში ჩავყავი თავი. მძიმე ატმოსფერო და აურა იყო.

ბიძინა ივანიშვილი უკვე დამარცხებულია. ისევ რომან გოცირიძეს გენიალურ ნათქვამს გავიმეორებ: თმის ღერი არ ჩამოვარდება ჩემი თავიდან. ეს არის ფაქტი. თუ ვინმეს აქვს სანერვიულო, ეს ბატონი ივანიშვილია. ვიცი, რომ შევალ ივანiშვილის ციხეში და გამოვალ თავისუფალ საქართველოში" - აღნიშნა მელიამ.

პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკანორ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა.

"ციხიდან რომ გამოვედი, ერთ-ერთი პირველი ვისაც დავურეკე, ლევან ბერძენიშვილი იყო...მანაც მაპატია და მეც ვაპატიე" - ვანო მერაბიშვილი

როდიდან დაიწყებს მოძრაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი? - კახა კალაძის კომენტარი

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს - "26 აპრილს ქცევის ახალი ნორმები ამოქმედდება"