ავტორი:

აქციის დროს დაშავებული პოლიციელის მეუღლე "რუსთავი 2"-ის ინფორმაციას ეხმაურება - "სიმართლის და ღმერთის გეშინოდეთ!"

აქციის დროს დაშავებული პოლიციელის მეუღლე "რუსთავი 2"-ის ინფორმაციას ეხმაურება - "სიმართლის და ღმერთის გეშინოდეთ!"

დღეს "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შსს-მ აქციის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელები დასასველებლად ანტალიაში გაუშვა. ტელეკომპანიამ თვითმფრინავში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს, რომელიც როგორც ამბობენ, მგზავრმა მიაწოდა. "რუსთავი 2" ასევე მგზავრზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ სპეცრაზმელები ბორტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შეაცილეს.

როგორც გაირკვა, რეალურად ფოტოზე აღბეჭდილი პოლიციელი გია ჯალაღანიაა. ის 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს დაშავდა და სტამბოლში მკურნალობის გასაგრძელებლად, ასევე აქციის დროს დაშავებულ პოლიციელთან, ერეკლე ჩხიკვაძესთან ერთად გაემგზავრა.

ერეკლე ჩხიკვაძეს ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად გატეხილი აქვს შუბლის ძვალი, ის ქირურგიის ცენტრში გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში იყო მოთავსებული, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა ამჟამად დამატებით ოპერაციას საჭიროებს.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციის საპასუხოდ "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა გია ჯალაღანიას მეუღლემ თამუნა ქობალიამ:

"მივმართავ #ნიკა გვარამიას! ჩემი მეუღე დიახაც რომ აფხაზეთიდან არის. ოჯახი დევნილია, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და ცხოვრება ხელმეორედ დაიწყო.გია უწესიერესი ადამიანია, ის 2005 წლიდან ქვეყნის სამსახურშია. იბრძოდა სამაჩაბლოში და ყველგან, სადაც სამშობლოს დასჭირდებოდა. ის გულანთებული პატრიოტია.აქციის დროს თვალი დაუზიანდა და მხედველობა თითქმის დაკარგა. გაუკეთდა ოპერაცია. დღეს, მინისტრის ბრძანებით, გია თურქეთში, ქალაქ სტამბოლში წაიყვანეს, რათა მხედველობა შეუნარჩუნდეს. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს გვერდით დადგეთ და დაიცვათ ჩვენი უფლებები, ურცხვად გვდებთ ბრალს, რომ გია ანტალიაში წავიდა დასასვენებლად, სიმართლის და ღმერთის გეშინოდეთ! სირცხვილი ნიკა გვარამია!!!ახლა კი ვდებ ბილეთებს, იმის დასტურად, რომ გია ნამდვილად სტამბოლში მიემგავრება. ამ მძიმე დღეებში ვცდილობდი არ დავცემულიყავი, თქვენ, პატივცემულო გვარამიავ, ეს შეძელით!!!".

ამასთანავე, პოლიციელების თურქეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ. იგი რეგიონულ ჰოსპიტალში 20 ივნისს დაშავებული პაციენტების მდგომარეობას გაეცნო.

"კლინიკებში რჩება 10 პაციენტი, ერთ-ერთი პაციენტი გაემგზავრა მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე 2 პოლიციელი თურქეთში, "აჯიბადემის" კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას, დღეს ღამით კი კიდევ ერთი პაციენტის გამგზავრება იგეგმება ისრაელში" - აღნიშნა თალაკვაძემ. მისივე ინფორმაციით, ფონდი „ქართუ“ გამოთქვამს მზადყოფნას, 20-21 ივნისის მოვლენებისას დაშავებულთა მკურნალობის ხარჯი სრულად აანაზღაუროს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ