ავტორი:

პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა

პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა

პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შესულია შუამდგომლობა, რომ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იყოს გამოყენებული.

გუშინ, პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

საგამოძიებო სამსახურმა თბილისში კომერციული ობიექტი დახურა, სადაც 600-მდე პირია დასაქმებული - "თანამშრომლების ნაწილს მაღალი სიცხე აქვს"

ევროპის ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის გრაფიკი ცნობილია

მთავრობა Georgian Airways-ის მიერ საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანისთვის დაგეგმილ ჩარტერულ რეისებს არ დაასუბსიდირებს